წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ის შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზის” მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 505

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2021 11:25

მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2021

 შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ის შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზის” მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიას  (შემდგომში  “კომისია“) 2021 წლის  1  სექტემბერს  განცხადებით  N616/21  მიმართა  შპს  „ვიონი  საქართველომ“  (ს/კ 204450584) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3928 01.09.2021), შპს „მირენ ინვესტის“ (პ/ნ 1718011, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) კუთვნილი კომპანიის წილის 20%-ის შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზის” (ს/კ 679880, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) მიერ შეძენაზე  წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

2021   წლის   1   სექტემბრის   N616/21   განცხადებასთან   ერთად   განსახილველი დოკუმენტების სახით შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო კომპანიის  არარეზიდენტი  პარტნიორების  შპს  „ვოთერთრაილ  ინდასტრიზის”  და  შპს „ინვესტიკო ალიანსეს“ , ასევე მათი დამფუძნებელი კომპანიების  „VEON Georgia Holdings B.V.“-ს, „VEON Holdings B.V.“-ს, „VEON Amsterdam B.V.“-სა და „VEON Ltd.“-ს ამონაწერები. კომპანიის მიერ დამატებითად 2021 წლის 7 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა კომპანიის წერილი N624/21 (კომისიაში რეგისტრაციის N-21-6/4024 07.09.2021) შპს „ვიონი საქართველოს“ სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე 2021 წლის 8 სექტემბერს N634/21 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4036 08.09.2021) კომპანიის პარტნიორის შპს

„მირენ ინვესტის“ ამონაწერი და შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზის” და შპს „ინვესტიკო ალიანსეს“ დამფუძნებელი კომპანიების  „VEON Georgia Holdings B.V.“-ს, „VEON Holdings B.V.“-ს, „VEON Amsterdam B.V.“-სა და „VEON Ltd.“-ს ამონაწერების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2021  წლის  1  სექტემბერს  კომისიაში  შპს  „ვიონი  საქართველოს“  წილის  20%-ის მფლობელისა და ამ წილის გასხვისების მსურველი პარტნიორის შპს „მირენ ინვესტის“ მიერ წარმოდგენილი იყო 2021 წლის 31 აგვისტოს განზრახვის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3934 01.09.2021) შპს „ვიონი საქართველოს“ კაპიტალში წილის 20%- ის გასხვისებაზე თანხმობის შესახებ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ვიონი საქართველო“ 2010 წლის 12 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7   ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.M.1  ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

GSM

LTE

B.F.1   ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

სხვა

B.F.3 მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

შპს  „ვიონი  საქართველო“  ფლობს  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის №F5, №F30, №F39, №F59, №F97, №F101 და №F102 ლიცენზიებს.

კომისიის მიერ შპს “ვიონი საქართველოზე“ გაცემულია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები.

ავტორიზებული პირების ხელში საბაზრო ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა და შესწავლა. კერძოდ, არიან თუ არა პირები ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები); ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს თუ არა მეორე პირის საწარმოში; ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მეორე პირი; პირები არიან თუ არა ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ თუ არა მესამე პირს და ა.შ. რაც შეუძლებელია ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.

შესაბამისად, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის/აქციების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას   უნდა   ეცნობოს   შეძენის   განხორციელებამდე,    წინააღმდეგ    შემთხვევაში,

„ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“    საქართველოს    კანონის    25-ე მუხლის ობიექტური მიზანი - ავტორიზებული პირის წილის/აქციების შეძენის რეგულირება რამდენიმე პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციის თავიდან აცილების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით - ვერ იქნება მიღწეული.

მეწარმეთა   და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21084320, 19/08/2021 13:50:44), შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მისი წილის მფლობელების ამონაწერებისა (მათი ნოტარიულად დამოწმებული თარგმნილი ასლებიდან) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „ვიონი საქართველოს“ პარტნიორები არიან:

კომპანიის წილის 51%-ის მფლობელი შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ (ს/კ 679880, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის შესაბამისად დაარსებული და მოქმედი კომპანია);

კომპანიის წილის 29%-ის მფლობელი შპს „ინვესტიკო ალიანსე“ (ს/კ 1550759, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის შესაბამისად დაარსებული და მოქმედი კომპანია);

კომპანიის წილის 20%-ის მფლობელი შპს „მირენ ინვესტ“ (ს/კ 1718011, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის შესაბამისად დაარსებული და მოქმედი კომპანია);

კომპანიის გენერალური დირექტორია ლაშა ტაბიძე (პ/ნ 60002012446).

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ნიკოლოზ ჭიაურელი (პ/ნ 01026001398)

მუჰთერემ კაან თერზიოღლუ (44808422314, U 12080811, თურქეთი) ალექსი ბოლისი (YB4609706, იტალია)

შპს „ვიონი საქართველო“ და მისი წარმომადგენელი გენერალური დირექტორი ლაშა ტაბიძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

შპს „მირენ ინვესტის“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია.

შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“-ისა და შპს „ინვესტიკო ალიანსეს“ დამფუძნებელი არის ჰოლდინგური კომპანია „VEON Georgia Holdings B.V.“ (851962981, ნიდერლანდები) 100%-იანი წილით, „VEON Georgia Holdings B.V.“-ს დამფუძნებელი არის ჰოლდინგური კომპანია „VEON Holdings B.V.“ (820940434, ნიდერლანდები) 100%-იანი წილით, „VEON Holdings B.V.“-ს დამფუძნებელი არის ჰოლდინგური კომპანია „VEON Amsterdam B.V.“ (821942827, ნიდერლანდები) 100%-იანი წილით, „VEON Amsterdam B.V.“-ს დამფუძნებელი არის „VEON Ltd.“ (ვიონ ჯგუფი) (821815568, ბერმუდის კუნძულები, დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია) 100%-იანი წილით. „VEON Ltd.“ თავის მხრივ არის   საჯარო კომპანია, რომლის აქციებიც საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული და რომლის აქციონერებიც არიან: „L1T Vip Holding S.a.r.l“ („LetterOne”) (B200215, ლუქსემბურგი) (ფლობს აქციების 47.9%), „Stichting Administratiekantoor Mobile Telecommunications Investor“ (65286936, ნიდერლანდები) (ფლობს აქციების 8.3%-ს), ხოლო აქციების   43.8% არის თავისუფალ მიმოქცევაში (Free Float). „L1T Vip Holding“-ის წილის 100%-ის მფლობელი არის “Letterone Core Investments“ (B181082, ლუქსემბურგი), რომლის წილის 100%-ის მფლობელი არის „Letterone Investment Holdings“ (B181082, ლუქსემბურგი).

აღნიშნული კომპანიები, მათ შორის შპს „მირენ ინვესტი“ და მისი დამფუძნებელი ხვიჩა მაქაცარია არ არიან საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული  პირები  და  საქართველოს  სხვა  ავტორიზებულ  პირებში  წილებს  არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33  ქვეპუნქტის თანახმად   ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

სქემა N1

Letterone Investment Holdings S.A.

 

100%

100%

 

Letterone Core Investments S.à r.l.

100%

 

 

Stichting Administratiekantoor Mobile

Telecommunications Investor

 

 

L1T Vip Holding S.a.r.l

 

 

Free Float

         

47.9%                                                              8.3%

43.8%

VEON Ltd.

100%

VEON Amsterdam B.V.

100%

VEON Holdings B.V.

100%

ხვიჩა მაქაცარია

VEON Georgia Holding BV

100%


100%                                                        100%

შპს მირენ ინვესტ                    შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ”                 შპს „ინვესტიკო ალიანსი“

20%

51%                                                            29%

შპს "ვიონი საქართველო"

შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიაში 2021 წლის 7 სექტემბერს დამატებით წარმოდგენილი N624/21 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4002 07.09.2021) თანახმად, კომპანია წარმოადგენს ინფორმაციას მის სამომავლო გეგმებსა და ბიზნეს სტრატეგიის შესახებ და აფიქსირებს, რომ შპს „ვიონი საქართველო“ განაგრძობს საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე განვითარებას და მისი სამომავლო გეგმები ამ სექტორში უკავშირდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციური ციფრული პროდუქტების განვითარებასა და     მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი თანამედროვე მომსახურებების   ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, ტრანზაქციის განხორციელებას კომპანიის სამომავლო გეგმებზე გავლენა არ აქვს და განაგრძობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განვითარებას.

 შპს „ვიონი საქართველო“ ახორციელებს მობილური ქსელით მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე. კომპანიის შემოსავლების დაახლოებით 95% შეადგენს რეგულირებას დაქვემდებარებული ბაზრის იმ შესაბამისი სეგმენტებიდან მიღებულ შემოსავლებს, სადაც შპს „ვიონი საქართველო“ განსაზღვრულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად შემდეგი გადაწყვეტილებების თანახმად:

1)  2010 წლის 21 მაისის N240/9 „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ გადაწყვეტილების და მასში 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეტანილი ცვლილებების თანახმად მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან  დაშვებისა და  ურთიერთჩართვის   (სატელეფონო   ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და დაეკისრა შემდეგი სპეციფიკური    ვალდებულებები:    ინფორმაციის    გამჭვირვალობის    უზრუნველყოფის ვალდებულება,     დისკრიმინაციის     აკრძალვის     ვალდებულება,     ქსელის     შესაბამის ელემენტებთან      დაშვების      ვალდებულება,      დანახარჯებისა     და      შემოსავლების განცალკევებულად     აღრიცხვის      ვალდებულება,      სატარიფო     რეგულირებისა     და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

2)  2019  წლის  31  დეკემბრის  N9/156  „მობილური  ქსელით  მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების  (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე   ტექსტური   შეტყობინებები   „SMS“) საბითუმო   ბაზრის   შესაბამის   სეგმენტზე საქართველოს   მთელ   ტერიტორიაზე   დაეკისრა   მობილური    ვირტუალური   ქსელის ოპერატორის  (MVNO)  ქსელთან  დაშვების  უზრუნველყოფის  ვალდებულება,  შემდეგი სპეციფიკური პირობების  გათვალისწინებით: ინფორმაციის      გამჭვირვალობის უზრუნველყოფის     ვალდებულება,     ქსელის შესაბამის     ელემენტებთან     დაშვების ვალდებულება,    დანახარჯებისა    და    შემოსავლების    განცალკევებულად    აღრიცხვის ვალდებულება,    სატარიფო    რეგულირებისა    და    ხარჯთაღრიცხვის    ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება.

3) 2020 წლის 25 ივნისის N9/559 „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი  მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური  შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ გადაწყვეტილების  თანახმად მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი  და  ინტერნეტი) საცალო  ბაზრის  შესაბამის  სეგმენტზე  საქართველოს  მთელ ტერიტორიაზე   და   დაეკისრა   დანახარჯებისა   და   შემოსავლების   განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება;

4) 2020 წლის 30 მარტის N9/385 „არასტანდარტული სახის (ე.წ.  Bulk)  მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ გადაწყვეტილების თანახმად მობილური ქსელით არასტანდარტული სახის  (ე.წ. Bulk) მოკლე  ტექსტური შეტყობინებების მომსახურების  საბითუმო  ბაზრის შესაბამის  სეგმენტზე  საქართველოს  მთელ  ტერიტორიაზე  დაეკისრა  დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება.

5)  2017  წლის  16  მაისის  N345/22  „საქართველოში  საერთაშორისო  ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ გადაწყვეტილების თანახმად საერთაშორისო  ზარების  ტერმინაციის  დროებითი  რეგულაციის  ბაზარზე  დაუდგინდა ავტორიზებული  პირის  მიერ  საკუთარ  ქსელში  და    ავტორიზებული  პირის  მიერ  სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების  ტარიფები.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „ვიონი საქართველოს“ როგორც მობილური ქსელით მომსახურების საცალო და საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ასევე არასაკომუნიკაციო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში (1) სრული 2020 წლისა და (2) 2021 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდებისთვის შეადგინა (1) 105,512,813.00 ლარი დღგ-ს გარეშე და  (2) 69,387,506.00 ლარი დღგ-ს გარეშე შესაბამისად, მათ შორის რეგულირებას დაქვემდებარებული იმ ბაზრებიდან, სადაც ცნობილია   მნიშნელოვანი   ძალაუფლების   მქონე   ავტორიზებულ   პირად   (SMP)   (1) 100,035,202.00 ლარი დღგ-ს გარეშე და  (2) 66,884,457.00 ლარი დღგ-ს გარეშე.

ცხრილი N1

 

 

მომსახურების დასახელება

2020 იანვარი - დეკემბერი

2021 იანვარი - ივლისი

 

შემოსავალი (ლარი, დღგ-ს გარეშე)

წილი

საერთო შემოსავლი დან

 

შემოსავალი (ლარი, დღგ-ს გარეშე)

წილი

საერთო შემოსავლი დან

სატელეკომუნიკაციო მომსახურება (რეგულირებადი

ბაზრები)

 

100,035,202.00

 

94.81%

 

66,884,457.00

 

96.39%

სატელეკომუნიკაციო მომსახურება

(არარეგულირებადი ბაზრები)

 

4,787,137.00

 

4.54%

 

2,110,516.00

 

3.04%

სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება

690,415.00

0.65%

392,533.00

0.57%

 

სულ

 

105,512,754.00

 

100.00%

 

69,387,506.00

 

100.00%

 

კომპანიის მობილური ქსელით საცალო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა (1) 2020 წლისა და (2) 2021 წლის პირველი 7 თვის მანძილზე შეადგინა (1) 88,569,657.00 ლარი დღგ-ს გარეშე (ცხ. N2) (საქართველოში მობილური ქსელით მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 18.08%) და (2) 56,696,676.00 ლარი დღგ-ს გარეშე (ცხ. N3) (საქართველოში მობილური ქსელით მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 18.49%).

ცხრილი N2

 

პერიოდი

 

კომპანია

შემოსავალი

(ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

ბაზრის წილი

 

2020

იანვარი - დეკემბერი

ვიონი საქართველო

88,569,657

18.08%

მაგთიკომი

222,703,093

45.46%

სილქნეტი

178,583,314

36.46%

 

489,856,267

 

ცხრილი N3

 

პერიოდი

 

კომპანია

შემოსავალი

(ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

ბაზრის წილი

 

2021

იანვარი - ივლისი

ვიონი საქართველო

56,696,676

18.49%

მაგთიკომი

141,598,000

46.17%

სილქნეტი

108,413,918

35.35%

 

306,708,752

 

 

შპს „ვიონი საქართველოს“ მობილური ქსელის აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის IV კვარტლის ბოლოს შეადგინა 1,333,092 აბონენტი (ცხ. N4) (საქართველოს მობილური ქსელის აბონენტების 26.14%), ხოლო 2021 წლის II კვარტლის ბოლოს 1,404,641 აბონენტი (ცხ. N5) (საქართველოს მობილური ქსელის აბონენტების 26.62%).

ცხრილი N4

პერიოდი

კომპანია

აბონენტების რაოდენობა

ბაზრის წილი

 

2020

4 კვ.

მაგთიკომი

2,071,509

40.62%

ვიონი საქართველო

1,333,092

26.14%

სილქნეტი

1,695,339

33.24%

 

5,099,940

 

ცხრილი N5

პერიოდი

კომპანია

აბონენტების რაოდენობა

ბაზრის წილი

 

2021

IIკვ.

მაგთიკომი

2,161,464

40.96%

ვიონი საქართველო

1,404,641

26.62%

სილქნეტი

1,710,315

32.41%

 

5,276,420

 

 

შპს   „ვიონის   საქართველოს“   მიერ   წარმოდგენილ   განცხადებაში   მითითებულ ოპერაციაში (ტრანზაქციაში) მონაწილე პირები, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არ არიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები, ასევე, ისინი არ არიან ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) სხვა ავტორიზებულ პირებთან. ისინი არიან ერთი საწარმოს პარტნიორები და ტრანზაქცია წარმოადგენს კომპანიის ერთი პარტნიორისგან ამავე კომპანიის მეორე პარტნიორის მიერ წილის შეძენას. ასევე აღსანიშნავია, რომ წილის შეძენის მსურველი კომპანია უკვე არის აღნიშნული კომპანიის წილის მფლობელი, კერძოდ შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ” უკვე ფლობს შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 51%-ს, ასევე, მართალია შპს „ინვესტიკო ალიანსი“, რომელიც ფლობს შპს „ვიონი საქართველოში“ წილს 29%-ის ოდენობით პირდაპირ არ მონაწილეობს აღნიშნულ ტრანზაქციაში, თუმცა ეს უკანასკნელი და შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ” არიან ერთი საწარმოს „VEON Georgia Holding BV“-ს შვილობილი კომპანიები, აქედან გამომდინარე „VEON Georgia Holding BV“-ს წილი შპს „ვიონი საქართველოს“ საწარმოში წარმოდგენილია 80%-ის ოდენობით (სქემა N2).

სქემა N2

ხვიჩა მაქაცარია

VEON Georgia Holding BV

 

100%

100%                                                                 100%

შპს მირენ ინვესტ                            შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ”                          შპს „ინვესტიკო ალიანსი“

 20%

51%                                                                    29%

შპს "ვიონი საქართველო"

ყოველივე   ზემოთ   აღნიშნულიდან   გამომდინარე,   მითითებული   ტრანზაქციის ფარგლებში შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზი” მის მფლობელობაში არსებული შპს „ვიონი საქართველოს“ წილს (51%-ს) ზრდის სხვა პარტნიორისგან გამოსყიდული წილის (20%-ის) საფუძველზე და აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში გახდება შპს „ვიონი საქართველოს“ წილის   71%-ის მფლობელი. შესაბამისად „VEON Georgia Holding BV“-ს შვილობილი კომპანიები შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზი” და შპს „ინვესტიკო ალიანსე“ გახდებიან შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 100%-ის მფლობელები, რაც ნიშნავს შპს  „VEON  Georgia  Holding  BV“-ს  მიერ  შპს  „ვიონი  საქართველოს“  100%-იანი  წილის ფლობას (სქემა N3).

სქემა N3

 

VEON Georgia Holding BV

100%                                                                                                            100%

შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ”                                                            შპს „ინვესტიკო ალიანსი“

71%                                                                                                                29%

შპს "ვიონი საქართველო"

კომისიამ  შეაფასა  აღნიშნული  წილის  შეძენის  ოპერაცია     ბაზრის  შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის კუთხითაც, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ოპერაცია არ გულისხმობს შპს „ვიონი საქართველოს“ მფლობელებში სხვა ეკონომიკური აგენტის შემოსვლას (კომპანიის ერთი პარტნიორი შპს „მირენ ინვესტი“ ყიდის თავის წილს 20%-ს მეორე პარტნიორზე), და ამასთან, ის ეკონომიკური აგენტი, რომლის წილიც იზრდება ტრანზაქციის შედეგად, ტრანზაქციამდე უკვე ფლობდა კომპანიის მნიშვნელოვან წილს (შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ” უკვე ფლობს შპს „ვიონი საქართველოს“ კომპანიის წილის 51%-ს) (იხ. სქემა 2-

3), შესაბამისად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები აღნიშნული ტრანზაქციით არ დგება და ის არ საჭიროებს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით გამოკვლევის აუცილებლობას.

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  შპს  „ვიონი  საქართველოში“  შპს „მირენ ინვესტის“ კუთვნილი, კომპანიის წილის 20%-ის შპს „ვიონი საქართველოს“ 51%- იანი წილის მფლობელის შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზის” მიერ შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე და განხორციელების შედეგად (იხ. სქემა N2-3) შპს „ვიონი საქართველოს“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები რჩება უცვლელი, შესაბამისად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად,  არ  არსებობს  შპს  „ვიონი  საქართველოსთვის“  წილის  20%-ის  შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზის” მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირების შერწყმაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად   შეიძლება   შეიცვალოს   ბაზრის   კონიუნქტურა,   ავტორიზებული   პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 1.      მიეცეს  თანხმობა  შპს  „ვიონი  საქართველოს“,  შპს  „მირენ  ინვესტის“  კუთვნილი, კომპანიის წილის 20%-ის შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზის” მიერ შეძენაზე;

2.      განემარტოს  შპს  „ვიონი  საქართველოს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად, წილის მფლობელის    ცვლილების    შემთხვევაში,    შპს    „ვიონი    საქართველო“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის მიერ  გაცემული თანხმობა   ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ვიონი საქართველო“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);

5.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „ვიონი საქართველოსათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ     საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ვიონი საქართველოსათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები