შპს „სტერეო+“-ის წილის 25%-ის ფიზიკური პირის ლევან ზილფიმიანის და წილის 10%- ის ფიზიკური პირის ლაშა ზილფიმიანის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2021 18:20
მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2021
შპს „სტერეო+“-ის წილის 25%-ის ფიზიკური პირის ლევან ზილფიმიანის და წილის 10%- ის ფიზიკური პირის ლაშა ზილფიმიანის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 25 აგვისტოს განცხადებით მიმართა შპს „სტერეო+“-მა (ს/კ 204986408) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3830 25.08.2021), ფიზიკური პირის დავით ზილფიმიანის (პ/ნ 01030001344) კუთვნილი, კომპანიის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ლევან ზილფიმიანის (პ/ნ 01030028356) და ფიზიკური პირის ლუკა სევერინის (პ/ნ YA8051412) კუთვნილი კომპანიის წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ზილფიმიანის (პ/ნ YA1282005) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „სტერეო+“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი რადიომაუწყებლობის ტრანზიტი
B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება
B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
შპს „სტერეო+“-ს 2013 წლის 20 ნოემბერს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა ავტორიზაციის ნომერი: BR-31
ავტორიზაციის თარიღი: 20/11/2013 00:00 თემატიკა/სხვა თემატიკები: გასართობი/მუსიკალური მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 20 მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული
გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყ. დაწყების ვადა: ციფრული (MUXE მულტიპლექსი - 17/06/15), თანამგზავრული(საქართველო - 10/01/14),
სხვა ტექნოლოგია(საქართველო - 10/01/14)
ხელმისაწვდომობა:
უფასო (ციფრული), უფასო (თანამგზავრული), უფასო (სხვა ტექნოლოგია) ბრენდული დასახელება: სტერეო+
შპს „სტერეო+“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F86 ლიცენზიას (რადიოსიხშირული სპექტრი - 244.05 მჰც ± 0.85 მჰც მოძრავი ობიექტებისათვის ორმხრივი ციფრული აუდიო სიგნალის მისაწოდებლად) და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად №MUX-B და №MUX-E ლიცენზიებს.
შპს „სტერეო+“ ახორციელებს ციფრულ მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურებას და კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2020 წელს შეადგინა 4,674,375 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო 2021 წლის პირველი 7 (შვიდი) თვის მანძილზე 2,865,133 ლარი დღგ-ს გარეშე. რაც შეეხება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ საქმიანობას, კომპანიას ამ ეტაპზე შემოსავლები არ უფიქსირდება.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21076446, 28/07/2021 19:22:18) შპს „სტერეო+“-ის პარტნიორები არიან: კომპანიის წილის 50%-ის მფლობელი ფიზიკური პირი დავით ზილფიმიანი (პ/ნ 01030001344), კომპანიის წილის 15%-ის მფლობელი არარეზიდენტი ფიზიკური პირი ლაშა ზილფიმიანი (YA1282005, იტალიის მოქალაქე), კომპანიის წილის 10%-ის მფლობელი არარეზიდენტი ფიზიკური ლუკა სევერინი (YA8051412, იტალიის მოქალაქე) და კომპანიის წილის 25%-ის მფლობელი ფიზიკური რობერტ ხახალევ (ორმაგი მოქალაქე: საქართველო პ/ნ 01003003741, რუსეთის ფედერაცია 75 3717236, 64№162686), ხოლო კომპანიის დირექტორია ფიზიკური პირი მალხაზ კვარაცხელია (პ/ნ 01002009732).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სტერეო+“ არის ავტორიზებული პირების შპს „ომეგას“ (ს/კ 236038033) და შპს „დი+“-ის (ს/კ 400166262) წილის 100%-ის მფლობელი.
შპს „ომეგა“ 2011 წლის 13 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
შპს „ომეგა“ ახორციელებს ციფრულ მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურებას და კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2020 წელს შეადგინა 7,740 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო 2021 წლის პირველი 7 (შვიდი) თვის მანძილზე 4,515 ლარი დღგ-ს გარეშე.
შპს „დი+“ 2017 წლის 3 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
შპს „დი+“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად №MUX-D ლიცენზიას.
შპს „დი+“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას და კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2020 წელს შეადგინა 2,825,411 ლარი დღგ-ს გარეშე, აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოსათვის შეადგინა 37,777 აბონენტი, ხოლო 2021 წლის პირველი 7 (შვიდი) თვის მანძილზე 1,929,456 ლარი დღგ-ს გარეშე, აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 37,381 აბონენტი.
შპს „სტერეო+“ 2021 წლის 25 აგვისტოს განცხადების თანახმად, კომპანიის პარტნიორებმა გამოთქვეს სურვილი კომპანიის კუთვნილი წილების სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების თაობაზე, კერძოდ, ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანს სურს მისი კუთვნილი, კომპანიის წილის 50%-დან 25% გაასხვისოს ფიზიკურ პირ ლევან ზილფიმიანზე, ხოლო ფიზიკურ პირ ლუკა სევერინს მისი კუთვნილი, კომპანიის წილის 10%-ის სრულად გასხვისება სურს კომპანიის ერთ-ერთ მოწილეზე ფიზიკურ პირ ლაშა ზილფიმიანზე, რომელიც უკვე ფლობს კომპანიის წილის 15%-ს, აღნიშნული ტრანზაქციის შედეგად მივიღებთ კომპანიის წილების თანაბარ გადანაწილებას (25-25%) ყველა პარტნიორზე (იხ. ცხრილი N1), შესაბამისად კომპანია აღნიშნული განცხადებით კომისიას მიმართავს წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
ცხრილი N1
|
შპს "სტერეო+" პარტნიორები |
წილი (ტრანზაქციამდე) |
წილი (ტრანზაქციის შემდეგ) |
ცვლილება |
|
დავით ზილფიმიანი (01030001344, საქართველო) |
50% |
25% |
- 25% |
|
რობერტ ხახალევ (01003003741, საქართველო, რუსეთის ფედერაცია) |
25% |
25% |
- |
|
ლაშა ზილფიმიანი (YA1282005, იტალია) |
15% |
25% |
+ 10% |
|
ლუკა სევერინი (YA8051412, იტალია) |
10% |
- |
- 10% |
|
ლევან ზილფიმიანის (01030028356, საქართველო) |
- |
25% |
+ 25% |
|
|
100% |
100% |
|
შპს „სტერეო+“-მა 2021 წლის 31 აგვისტოს N190/08-21 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3933 01.09.2021) კომისიაში წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია 2021 წლის 25 აგვისტოს განცხადებასთან დაკავშირებით. წერილში კომპანია განმარტავს მისი პარტნიორებისა და ტრანზაქციაში მონაწილე პირების ნათესაური ურთიერთდამოკიდებულების (აფილირების) საკითხს და მიუთითებს, რომ ლევან ზილფიმიანი (პ/ნ 01030028356) არის კომპანიის წილის 50%-ის მფლობელის დავით ზილფიმიანის შვილი, კომპანიის წილის 15%-ის მფლობელის ლაშა ზილფიმიანის ძმა და კომპანიის წილის 25%-ის მფლობელის რობერტ ხახალევის ძმისშვილი, კომპანიის წილის 10%-ის მფლობელი ლუკა სევერინი კი არ იმყოფება ნათესაურ ურთიერთდამოკიდებულებაში კომპანიის სხვა პარტნიორებთან.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ომეგას“ და შპს „დი+“-ს დირექტორია ფიზიკური პირი გიორგი ხითარიშვილი (პ/ნ 01025019391).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სტერეო+“, მისი პარტნიორი ფიზიკური პირები: დავით ზილფიმიანი (50%), ლაშა ზილფიმიანი (15%), ლუკა სევერინი (10%), რობერტ ხახალევ (25%), კომპანიის დირექტორი მალხაზ კვარაცხელია, ასევე შპს „ომეგა“, შპს „დი+“ და მათი დირექტორი გიორგი ხითარიშვილი სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, ასევე ავტორიზებულ პირებში წილს არ ფლობს ფიზიკური პირი ლევან ზილფიმიანიც, რომელსაც განზრახული აქვს შპს „სტერეო+“-ის წილის 25%-ის შეძენა, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან. შესაბამისად აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულებიდან გამოიკვეთა შემდეგი აფილირებული ავტორიზებული პირები:
|
აფილირებული ავტორიზებული პირები |
|
„სტერეო+“ (ს/კ 204986408) |
|
შპს „ომეგა“ (ს/კ 236038033) |
|
შპს „დი+“ (ს/კ 400166262) |
შპს „სტერეო+“ 2021 წლის 31 აგვისტოს N190/08-21 წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3933 01.09.2021) ასევე აღნიშნავს, რომ ზემოთ აღნიშნული ტრანზაქცია არ ცვლის კომპანიის სამომავლო გეგმებს, ის რჩება მისთვის სალიცენზიო პირობებით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ფარგლებში და განაგრძობს ოპერირებას ამ მიზნის სრულყოფილებისათვის, აღნიშნულ წერილთან ერთად მან დამატებით წარმოადგინა კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმი, სადაც პარტნიორები გამოთქვამენ თანხმობას აღნიშნული ტრანზაქციის განხორცილების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სტერეო+“-ის წილის 25%-ის ფიზიკური პირის ლევან ზილფიმიანის მიერ, ხოლო წილის 10%-ის ფიზიკური პირის ლაშა ზილფიმიანის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სტერეო+“-სთვის წილის 25%-ის ფიზიკური პირის ლევან ზილფიმიანის მიერ, ხოლო წილის 10%-ის ფიზიკური პირის ლაშა ზილფიმიანის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „სტერეო+“-ს, შპს „სტერეო+“-ის წილის 25%-ის ფიზიკური პირის ლევან ზილფიმიანის მიერ, ხოლო წილის 10%-ის ფიზიკური პირის ლაშა ზილფიმიანის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „სტერეო+“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სტერეო+“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სტერეო+“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-ისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სტერეო+“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური
თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
