შპს „ბლუნეტის“ წილის 17%-ის ფიზიკური პირის ფირანი ტურაშვილის და წილის 16%- ის ფიზიკური პირის ზაზა რამაზაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2021 9:55
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2021
შპს „ბლუნეტის“ წილის 17%-ის ფიზიკური პირის ფირანი ტურაშვილის და წილის 16%- ის ფიზიკური პირის ზაზა რამაზაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2021 წლის 26 აგვისტოს განცხადებით მიმართა შპს „ბლუნეტმა“ (ს/კ 406314117) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3850 26.08.2021) კომპანიის წილის 33%-ის მფლობელის ფიზიკური პირი გიორგი ბადაგაძისგან (პ/ნ 01027066937) 17%-ის ფიზიკური პირის ფირანი ტურაშვილის (პ/ნ 36001005968) და წილის 16%-ის ფიზიკური პირის ზაზა რამაზაშვილის (პ/ნ 13001006234) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
განცხადების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო კომისიის მიერ შპს „ბლუნეტისგან“ მოთხოვნილი იქნა განცხადების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მესამე პუნქტთან თანხვედრაში მოყვანა და აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებაზე წილის გამყიდველისა და პოტენციური მყიდველის განზრახულობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე შპს „ბლუნეტის“ მიერ 2021 წლის 7 სექტემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3994) შესაბამისი განცხადება და პარტნიორთა კრების ოქმი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს
გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „ბლუნეტი“ 2020 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ბლუნეტი“, 2021 წლის მარტის თვიდან ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქ. თბილისში, ქ. ბათუმში და წალკის რაიონის სოფელ დაშბაშში. აღნიშნულ მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 2021 წლის მარტის თვიდან 2021 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგენს 16,428 ლარს დღგ-ს გარეშე (ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და წალკის რაიონის სოფელ დაშბაშის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების შემოსავლების 0.041%, 0.0043% და 35.54%-ს შესაბამისად), ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 7 აბონენტი (ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და წალკის რაიონის სოფელ დაშბაშის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობის 0.0015%, 0.0009% და 2.94% შესაბამისად).
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21059285, 14/06/2021 16:03:44) შპს „ბლუნეტის“ პარტნიორები და წარმომადგენლები არიან: წილის 34%-ის მფლობელი - ზაზა რამაზაშვილი (პ/ნ 13001006234) წილის 33%-ის მფლობელი - გიორგი ბადაგაძე (პ/ნ 01027066937) წილის 33%-ის მფლობელი - ფირანი ტურაშვილი (პ/ნ 36001005968) კომპანიის დირექტორი - ფირანი ტურაშვილი.
შპს „ბლუნეტის“ 2021 წლის 26 აგვისტოს განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3850 26.08.2021) თანახმად კომპანიის პარტნიორს, წილის 33%-ის მფლობელ ფიზიკურ პირს გიორგი ბადაგაძეს სურს თავისი წილის სრულად გასხვისება კომპანიის დანარჩენ 2 პარტნიორ ფიზიკურ პირზე, კერძოდ, კომპანიის წილის 33%-ის მფლობელ ფირანი ტურაშვილზე 17%-ის, ხოლო კომპანიის წილის 34%-ის მფლობელ ზაზა რამაზაშვილზე 16%-ის, აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს „ბლუნეტის“ პარტნიორთა წილები გადანაწილდება თანაბრად და 50-50%-ის მფლობელები გახდებიან უკვე არსებული კომპანიის პარტნიორები ფიზიკური პირები ფირანი ტურაშვილი და ზაზა რამაზაშვილი.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ბლუნეტი“ და მისი პარტნიორი ფიზიკური პირები ზაზა რამაზაშვილი, გიორგი ბადაგაძე და ფირანი ტურაშვილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ბლუნეტის“ პარტნიორის ფიზიკური პირის გიორგი ბადაგაძის კომპანიის კუთვნილი წილის 33%-ის შპს „ბლუნეტის“ დანარჩენი პარტნიორი ფიზიკური პირების, კერძოდ 17%-ის ფირანი ტურაშვილის და 16%-ის ზაზა რამაზაშვილის, მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ბლუნეტის“ წილის 17%-ის ფიზიკური პირის ფირანი ტურაშვილის და წილის 16%-ის ფიზიკური პირის ზაზა რამაზაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ბლუნეტს“, შპს „ბლუნეტის“ წილის 17%-ის ფიზიკური პირის ფირანი ტურაშვილის და წილის 16%-ის ფიზიკური პირის ზაზა რამაზაშვილის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ბლუნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ბლუნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ბლუნეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბლუნეტისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბლუნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), შპს „ბლუნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
