შპს „ჯენეტის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის ელჩინ მამედოვის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 30, 2021 12:15
მიღების თარიღი აგვისტო 12, 2021
შპს „ჯენეტის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის ელჩინ მამედოვის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 4 აგვისტოს განცხადებით მიმართა შპს „ჯენეტმა“ (ს/კ 434158403) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3324 04.08.2021), კომპანიის წილის 100%-ის ფიზიკური პირის ელჩინ მამედოვის (პ/ნ 28001008253) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „ჯენეტ“ 2011 წლის 6 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი შპს „ჯენეტ“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებასა და მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ მარნეულში.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად:
შპს „ჯენეტის“ შემოსავლებმა ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2020 წელს შეადგინა 674,024 ლარი დღგ-ს გარეშე (ქ. მარნეულის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების შემოსავლების 32%) , აბონენტების რაოდენობამ წინა წლის ბოლოსთვის შეადგინა 3029 აბონენტი (ქ. მარნეულის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების აბონენტების 37%), ხოლო აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა მიმდინარე 2021 წლის პირველ ნახევარში შეადგინა 389,564 ლარი დღგ-ს გარეშე (ქ. მარნეულის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების შემოსავლების 30%) და 2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით აბონენტების რაოდენობამ 3120 აბონენტი (ქ.მარნეულის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების აბონენტების 36%).
შპს „ჯენეტის“ შემოსავლებმა მაუწყებლობის ტრანზიტიდან 2020 წელს შეადგინა 7,708 ლარი დღგ-ს გარეშე (ქ. მარნეულის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების შემოსავლების 3%), აბონენტების რაოდენობამ წინა წლის ბოლოსთვის შეადგინა 101 აბონენტი (ქ. მარნეულის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების აბონენტების 8%), ხოლო აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა მიმდინარე 2021 წლის პირველ ნახევარში შეადგინა 4,706 ლარი დღგ-ს გარეშე (ქ. მარნეულის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების შემოსავლების 4%), ხოლო 2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით აბონენტების რაოდენობამ 117 აბონენტი (ქ. მარნეულის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების აბონენტების 9%).
|
პერიოდი |
ფიქსირებული საცალო ინტერნეტი |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
||||||
|
შემოსავალი |
აბონენტები |
შემოსავალი |
აბონენტები |
|||||
|
2020 |
674,024 |
32% |
3,029 |
37% |
7,708 |
3% |
101 |
8% |
|
2021 (I ნახ.) |
389,564 |
30% |
3,120 |
36% |
4,706 |
4% |
117 |
9% |
|
|
1,063,588 |
31% |
3,120 |
36% |
12,414 |
3% |
117 |
9% |
შენიშვნა: შემოსავლები წარმოდგენილია ლარში დღგ-ს გარეშე.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ჯენეტის“ პარტნიორი, წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორი არის ფიზიკური პირი ილხამ მამედოვი (პ/ნ 28001015142).
შპს „ჯენეტის“ 2021 წლის 4 აგვისტოს განცხადების თანახმად, ფიზიკურ პირ ელჩინ მამედოვს (პ/ნ 28001008253) განზრახული აქვს კომპანიის პარტნიორის, წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირის ილხამ მამედოვის კუთვნილი წილის სრულად შეძენა.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჯენეტ“, მისი პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელი ილხამ მამედოვი ასევე ფიზიკური პირი ელჩინ მამედოვი, რომელსაც განზრახული აქვს შპს „ჯენეტის“ წილის100%-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯენეტის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირი ელჩინ მამედოვის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ჯენეტისთვის“ წილის 100%- ის ფიზიკური პირი ელჩინ მამედოვის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ჯენეტს“, შპს „ჯენეტის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის ელჩინ მამედოვის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ჯენეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ჯენეტ“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ჯენეტ“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯენეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯენეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ჯენეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
