შპს „ქლაუდ ცხრას“ (ს/კ 405063755) წილის 50%-ის შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ (ს/კ404462283) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 257

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2021 17:23

მიღების თარიღი აპრილი 22, 2021

შპს „ქლაუდ ცხრას“ (ს/კ 405063755) წილის 50%-ის შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“            (ს/კ404462283) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 19 აპრილს განცხადებით მიმართა შპს „ქლაუდ ცხრამ“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1761 19.04.2021), ფიზიკური პირების გურამ ხუნდაძის (პ/ნ 01017023952) წილის 10%-ის, გიორგი გარსევანიშვილის (პ/ნ 01017007459) წილის 20%- ის და მამუკა მონავარდისაშვილის (პ/ნ 01009010464) წილის 20%-ის, საერთო ჯამში შპს „ქლაუდ  ცხრას“  წილის  50%-ის,    შპს  „ექსპერტ სოლუშენს  ჯორჯიას“  მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქლაუდ ცხრა“  2015 წლის 4 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია“ 2015 წლის 4 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ქლაუდ ცხრას“ შემოსავლებმა 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა 2,944,779 ლარი.

 

მეწარმეთა   და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ქლაუდ ცხრას“ წილის 50%-ის მფლობელია   შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია“ (ს/კ 404462283), წილის 20-20%-ს ფლობენ ფიზიკური პირები გიორგი გარსევანიშვილი (პ/ნ 01017007459) და მამუკა მონავარდისაშვილი (პ/ნ 01009010464), დარჩენილი   წილის   10%-ის   მფლობელია   ფიზიკური  პირი გურამ ხუნდაძე (პ/ნ01017023952), კომპანიის დირექტორია თეონა მარტაშვილი (პ/ნ 0100511168).

შპს „ქლაუდ ცხრას“ განცხადების თანახმად, შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ განზრახული აქვს ფიზიკური პირების    გიორგი გარსევანიშვილის (20%), მამუკა მონავარდისაშვილისა (20%) და გურამ ხუნდაძის (10%) კუთვნილი შპს „ქლაუდ ცხრას“ წილის 50%-ის შეძენა, რის შედეგადაც შპს “ ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია“ გახდება შპს„ქლაუდ ცხრას“ წილის 100%-ის მფლობელი.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ შემოსავლებმა 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა 958,762 ლარი.

 

შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი კონსტანტინე ქაროსანიძე (პ/ნ 01001021716), ხოლო დარჩენილი 50%-ის მფლობელი და კომპანიის დირექტორია თეონა მარტაშვილი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, კონსტანტინე ქაროსანიძე და თეონა მარტაშვილი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციის მონაწილე კომპანიებს შორის აფილირება უკვე არსებობდა, კერძოდ კი შპს „ქლაუდ ცხრას“ წილის 50%-ის მფლობელი უკვე არის შპს„ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია“, შესაბამისად შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ მიერ  შპს„ქლაუდ ცხრას“ დარჩენილი წილის 50%-ის შეძენა მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალ მოცემულობას არ შექმნის და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ მიერ შპს „ქლაუდ ცხრას“ წილის 50%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს  თანხმობა  შპს  „ქლაუდ  ცხრას“,  შპს „ქლაუდ  ცხრას“  წილის  50%-ის  შპს„ექსპერტ სოლუშენ ჯორჯიას“ მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს  შპს  „ქლაუდ  ცხრას“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში,  შპს„ქლაუდ ცხრა“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე       კომისიას    აცნობოს   შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის  მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების  მიღებიდან 6(ექვსი თვის განმავლობაში. აღნიშნულ  ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის    შემთხვევაში,  შპს„ქლაუდ  ცხრა“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქლაუდ ცხრასთვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს„ქლაუდ ცხრასთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ     საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ქლაუდ ცხრასთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე              თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე          წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები