წვდომის მენიუ

შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ (ს/კ 404948955) ბენეფიციარი მესაკუთრის, შპს „როტაქსას“ (303917879 /ლიტვა/) მიერ შპს „შვესიაუსიას ტაშკას“ (302839121 /ლიტვა/) კუთვნილი შპს „Premium Net International SRL“-ის (2739178,/რუმინეთი/) წილის 50%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 210

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2021 15:05

მიღების თარიღი აპრილი 01, 2021

შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ (ს/კ 404948955) ბენეფიციარი მესაკუთრის, შპს „როტაქსას“ (303917879 /ლიტვა/)   მიერ შპს „შვესიაუსიას ტაშკას“ (302839121 /ლიტვა/) კუთვნილი შპს „Premium Net International SRL“-ის (2739178,/რუმინეთი/) წილის 50%-ის  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“. (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1370 22.03.2021; დაზუსტებული წერილი Nშ-21-6/1409 24.03.2021), შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ ერთ-ერთი ბენეფიციარის, შპს „შვესიაუსიას ტაშკას“ (302839121 /ლიტვა/) კუთვნილი შპს „Premium Net International SRL“-ის (2739178, /რუმინეთი/) წილის 50%-ის შპს „როტაქსას“ (303917879 /ლიტვა/) მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის      შესაბამისად,   კომისია   უფლებამოსილია   შერწყმის   ან   შეძენის   თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე   ან  შეძენაზე  ან  ბაზრის  შესაბამის    სეგმენტზე    არსებულ კონკურენციაზე     შესაძლო  გავლენის    მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის წერილით (Nგ-20-03/2521 06.08.2020) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს განემარტათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისათვის, კომპანიის    ყველა  ბენეფიციარ  (მათ  შორის  ბოლო   ბენეფიციარის)    მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისაგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ.

შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერისა და შპს„Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ მიერ წარმოდგენილი პარტნიორთა სადამფუძნებლო დოკუმენტების თანახმად:

შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ დამფუძნებელია შპს„Premium Net International SRL“-ის (2739178, /რუმინეთი/).

შპს „Premium Net International SRL“-ის (2739178, /რუმინეთი/), წილის 50%-ის მფლობელია შპს „შვესიაუსიას  ტაშკა“  (302839121  /ლიტვა/),  ხოლო  წილის  50%-ის  მფლობელია  შპს„როტაქსას“ (303917879 /ლიტვა/).

შპს „შვესიაუსიას ტაშკა“-ს წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი სონატა ჟუკაუსკიენე.

შპს „როტაქსას“-ს წილის 51%-ის მფლობელია ფიზიკური პირი როლანდას ბელეშკა, წილის 10%-ის მფლობელია ფიზიკური პირი აუგუსტინას ბარაუსკასი, ხოლო წილის 39%- ის მფლობელია ფიზიკური პირი არუნას ბელეშკა.

შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ განცხადების თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1409 24.03.2021), შპს „როტაქსას“-ს განზრახული აქვს შეიძინოს შპს „შვესიაუსიას ტაშკა“-ს კუთვნილი შპს „Premium Net International SRL“-ის წილის 50%. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, შპს„როტაქსას“ გახდება  შპს „Premium Net International SRL“-ის წილის 100%-ის მფლობელი.

კომისიის  უწყებრივი  რეესტრის  მონაცემების  თანახმად,  შპს  „როტაქსას“,  ასევე  შპს„როტაქსას“ პარტნიორები: როლანდას ბელეშკა, აუგუსტინას ბარაუსკასი და არუნას ბელეშკა სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ მიერ ავტორიზებული საქმიანობიდან (საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ტრანზიტი) მიღებულმა შემოსავლებმა 2020 წლის განმავლობაში შეადგინა 74 406 ლარი.

შპს „როტაქსას“-ს მიერ შპს „შვესიაუსიას ტაშკა“-ს კუთვნილი შპს „Premium Net International SRL“-ის წილის 50%-ის შეძენის განხორციელებამდე და შესაძლო განხორციელების შემდეგ, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება.

შესაბამისად, შპს „როტაქსას“-ს მიერ შპს „Premium Net International SRL“-ის წილის 50%-ის შეძენა, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ იქონიებს და  აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ   იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისია აღნიშნავს, რომ შემდგომშიც, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალმა საქართველოში“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე.

კომისია    დამატებით    აღნიშნავს,    რომ    სატელეკომუნიკაციო    ბაზარზე    არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალს საქართველოში“, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ ბენეფიციარი მესაკუთრის,  შპს „როტაქსას“      მიერ  შპს  „შვესიაუსიას  ტაშკას“  კუთვნილი  შპს„Premium Net International SRL“-ის წილის 50%-ის  შეძენაზე.

2. განემარტოს შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალს საქართველოში“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ ბენეფიციარი მესაკუთრის, შპს „როტაქსას“  მიერ შპს „შვესიაუსიას ტაშკას“ კუთვნილი შპს „Premium Net International SRL“-ის წილის 50%-ის  შეძენის შემთხვევაში, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა   ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“  ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“-სათვის გაგზავნა (ო. ვოტ);

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„Premium Net International SRL-ის  ფილიალი  საქართველოში“-სათვის  ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“- სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო    ბაზრის   რეგულირების   დეპარტამენტს    (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები