შპს „დუბლაინის“ (ს/კ438727031) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ვახტანგ ჩიგოგიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2021 17:51
მიღების თარიღი მარტი 25, 2021
შპს „დუბლაინის“ (ს/კ438727031) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ვახტანგ ჩიგოგიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 19 მარტს განცხადებით მიმართა შპს „დუბლლაინმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/1312 19.03.2021), შპს „დუბლლაინის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ვახტანგ ჩიგოგიძის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დუბლლაინი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების |
ფუნქციური |
რესურსებითა |
და |
|
B.F.2 |
სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ინტერნეტ მომსახურება WiFi |
|
|
|
შპს „დუბლლაინის“ საქმიანობის ძირითადი სახეა ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს„დუბლლაინის“ შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 თებერვლამდე შეადგინა 126 543 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 551 აბონენტი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „დუბლლაინის“ წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი სერგო რუხაძე, ხოლო წილის 50%-ის მფლობელია შპს „ინტელკომ ჯგუფი“.
შპს „ინტელკომ ჯგუფის“ პარტნიორები არიან: სერგო ამისულაშვილი - 30%; შორენა ებანოიძე - 1%; ზაზა ძაძამია - 36%; ზაზა ძვიადაძე - 1%; თემურ მექვაბიშვილი - 10%; ირაკლი ნოზაძე - 16%; სამსონ ხადური - 6%.
შპს „დუბლლაინის“ განცხადების თანახმად, შპს „ინტელკომ ჯგუფის“ კუთვნილი წილის შეძენის განზრახვა აქვს ფიზიკურ პირ ვახტანგ ჩიგოგიძეს.
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „დუბლლაინი“ ფლობს წილის 33%-ს შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქში“, ხოლო წილის 15%-ს შპს „ტივიჯი“-ში.
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, ვახტანგ ჩიგოგიძე ფლობს წილის 34%-ს ავტორიზებულ პირ შპს „ვი-ჯი-ეს ნეთვორქში“.
შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების |
ფუნქციური |
რესურსებითა |
და |
|
B.F.2 |
სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ინტერნეტ მომსახურება WiFi ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება |
|
|
|
შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქის“ საქმიანობის ძირითადი სახეა ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქის“ შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 თებერვლამდე შეადგინა 449 153 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 2387 აბონენტი.
შპს „ტივიჯი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
შპს „ტივიჯი“-ს საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ტივიჯი“-ს შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 თებერვლამდე შეადგინა 172 281 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 1834 აბონენტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დუბლლაინის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ - ვახტანგ ჩიგოგიძის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „დუბლლაინის“ წილის 50%-ის ფიზიკური პირ ვახტანგ ჩიგოგიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „დუბლლაინს“, შპს „დუბლლაინის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ - ვახტანგ ჩიგოგიძის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „დუბლლაინს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „დუბლლაინი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„დუბლლაინისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„დუბლლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „დუბლლაინისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
