საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის № გ-21-7/370 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2021 16:16
მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის № გ-21-7/370 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „პარაგრაფ შეკვეთილმა“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 22 მარტს; ს.კ. № 405260168) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-7/4327, 27.09.21) შეკვეთილის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებულ სიხშირეებზე წარმოქმნილი ხარვეზის გამო, სიხშირეების შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 24 ივნისის № გ-21-7/370 გადაწყვეტილებით შპს „პარაგრაფ შეკვეთილს“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2571 და მიენიჭა სიხშირეები 412.025 მჰც და 420.025 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) შეკვეთილის ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით -2021 წლის 24 ივნისიდან 2022 წლის 24 ივნისამდე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის 28 სექტემბრის № 21-10-1768 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „პარაგრაფ შეკვეთილს“ შესაძლებელია მიენიჭოს 440.850 მჰც და 448.850 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) 412.025 მჰც და 420.025 მჰც სიხშირეების ნაცვლად, შეკვეთილის ტერიტორიაზე რადიოკავშირის უზრუნველყოფის მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2021 წლის 24 ივნისის № გ-21-7/370 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს შპს „პარაგრაფ შეკვეთილს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F 2571 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 440.850 მჰც და 448.850 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) შეკვეთილის ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით -2021 წლის 24 ივნისიდან 2022 წლის 24 ივნისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „პარაგრაფ შეკვეთილისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს შპს „პარაგრაფ შეკვეთილისთვის“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „პარაგრაფ შეკვეთილისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) შპს „პარაგრაფ შეკვეთილისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
