წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ არმენ ატომიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-7 / 457

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2020 15:48

მიღების თარიღი მაისი 28, 2020

რადიომოყვარულ არმენ ატომიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-9/2544, 14.05.20) მიმართა მოქალაქე არმენ ატომიანმა (მცხ. ქ.თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4 მკ/რ, კ. 407. ბ. 112) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის ხელახალი ვადით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ არმენ ატომიანი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2013 წლის 14 ივნისის № 389/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L6DL. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ არმენ ატომიანს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 28 მაისიდან 2025 წლის 28 მაისამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B1-032

 

არმენ ატომიანი

 

ქ.თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4 მკ/რ, კ. 407. ბ. 112

 

4L6DL

 

B

2. რადიომოყვარული   არმენ ატომიანი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)  მოქმედი   ინსტრუქციების   შესაბამისად,   ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო     კავშირის     (ITU)     მიერ განსაზღვრული    რადიოსამოყვარულო    სამსახურის  რეგულირების    ზოგადი პრინციპები  და     ასევე     სამოყვარულო     რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე  არმენ ატომიანისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№ 64) მოქალაქე არმენ ატომიანისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ელისო ასანიძე    წევრი

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები