შპს „ჯიმობაილის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N353 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 2 მარტის №132/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2020 11:36
მიღების თარიღი იანვარი 09, 2020
შპს „ჯიმობაილის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N353 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 2 მარტის №132/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯიმობაილმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/4968, 25.12.2019) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N353 უფლების გაუქმების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯიმობაილი“ ფლობს კომისიის 2017 წლის 2 მარტის №132/24 გადაწყვეტილებით მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N353 უფლებას 10000 სააბონენტო ნომერზე (550020000-550029999).
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯიმობაილს“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე რეგისტრირებული აბონენტები არ ჰყავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს „ჯიმობაილის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N353 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2017 წლის 2 მარტის №132/24 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯიმობაილისთვის“ ჩაბარებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯიმობაილისთვის“ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჯიმობაილისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
მერაბ ქათამაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი