შპს „ქართული-ტვ“-ის მაუწყებლობის განახლების თაობაზე

ნომერი: გ-20-3 / 591

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2020 16:39

მიღების თარიღი ივლისი 28, 2020

 შპს „ქართული-ტვ“-ის მაუწყებლობის განახლების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  მიმართა  შპს  „ქართული-ტვ“-მ  (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-20-6/3806 23.07.20) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამაუწყებლო საქმიანობის განახლების შესახებ. განცხადების თანახმად კომპანია მაუწყებლობას განაახლებს 2020 წლის 3 აგვისტოს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქართული-ტვ“-ის საკუთარი განცხადების საფუძველზე შეჩერებული ჰქონდა ავტორიზაცია 2020 წლის 5 მარტიდან. კომპანიამ ავტორიზაციის განახლების თაობაზე კომისიას მიმართა 2020 წლის 3 ივლისს. კომისიამ განაახლა შპს „ქართული-ტვ“-ის ავტორიზაცია 2020 წლის 8 ივლისს. ავტორიზაციის განახლების (კომპანიის მონაცემების კომისიის უწყებრივ  რეესტრში ასახვა) თაობაზე კომპანიას ეცნობა წერილობით (წერილიNგ-20-03/2216, 08/07/2020) .

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-112 და მე-114 პუნქტის თანახმად ავტორიზაცია შეჩერდება:

ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის  წარდგენამდე; გ)  დარღვევის აღმოფხვრამდე.

ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით და მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ მაუწყებლის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია მაუწყებელს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 28 ივლისის სხდომას ესწრებოდა  შპს „ქართული-ტვ“- ის  დირექტორი გუბაზ მეგრელიძე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,   კომისიას   მიაჩნია,   რომ   უნდა  განახლდეს  შპს„ქართული-ტვ“-ის მაუწყებლობა იგივე საავტორიზაციო პირობებით, რასაც კომპანია ფლობდა ავტორიზაციის შეჩერებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განახლდეს  შპს  „ქართული-ტვ“-ის  (ს/ნ  412676199)  მაუწყებლობა  შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;

ვ) მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები    (საქართველო); ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო)

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის განახლების თარიღი: 2020 წლის 3 აგვისტო; თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო; თ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

თ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.

2. შპს „ქართული-ტვ“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)  ყოველკვირეულად  გამოაქვეყნოს  და  კომისიას  მიაწოდოს  მომდევნო  კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს  თვითრეგულირების  ეფექტიანი  მექანიზმი,  რომელიც  უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის   ავტორიზაციისა  და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქართული-ტვ“-სთვის გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ქართული- ტვ“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.  გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „ქართული-ტვ“-სთვის ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ელისო ასანიძე        წევრი

მერაბ ქათამაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები