„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით კომისიის 2020 წლის 05 მარტის N გ-20-23/345 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2020 15:58
მიღების თარიღი მაისი 21, 2020
„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით კომისიის 2020 წლის 05 მარტის N გ-20-23/345 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 05 მარტს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N გ-20-23/345 „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილება „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საჭიროებდა ცვლილებების შეტანას, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა კ. ქორიძემ 2020 წლის 21 მაისს კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი კვლავ აგრძელებს მუშაობას საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. მოსალოდნელია, რომ საარჩევნო კოდექსში განხორციელდება ცვლილებები, რის გამოც, დიდი ალბათობით კომისიას თავიდან მოუწევს დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შეწყდეს 2020 წლის 05 მარტის Nგ-20-23/345 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისია იზიარებს აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის არგუმენტაციას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიზანშეწონილად მიიჩნევს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს კომისიის 2020 წლის 05 მარტის Nგ-20-23/345 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
მერაბ ქათამაძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
