წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-21 / 465

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2020 18:54

მიღების თარიღი მაისი 14, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  “კომისია”)  აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვა 2020 წლის 14 მაისს კომისიის სხდომაზე გაიმართა. ინფორმაცია კომისიის 2020 წლის 14 მაისის სხდომის დღის წესრიგის შესახებ გამოქვეყნებული იყო კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში და შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ანგარიშის განხილვაში.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში;

2. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამყვან სპეციალისტს (რ. ჭაბუკიანი) კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის ინტერნეტში კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯავახიძე) კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს მთავრობისთვის და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის უზრუნველყოფა; 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, N64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს (ლ.ბერიძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები