წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 705

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2020 11:31

მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2020

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2020 წლის 6 აგვისტოს მიმართა შპს „მაგთიკომს“ წერილით Nგ-20-08/2530, სადაც კომპანიისგან ითხოვდა გლობალური ინტერნეტის საბითუმო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენას, კერძოდ რომელი კონტრაჰენტი ოპერატორებისს მეშვეობით და რა მოცულობის ინტერნეტ ტრაფიკის შეძენას ახორციელებს კომპნაია. ასევე გლობალურ ინტერნეტთან წვდომისა და მისი ტრანსპორტირების ხარჯების და სასაზღვრო დაერთების წერილებზე ინფორმაციას.

2020 წლის 21 აგვისტოს შპს „მაგთიკომმა“ წერილით ED-20/08/21-015 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4348) წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია და ამასთან მოითხოვა, რომ წარმოდგენილი მონაცემები კომისიის მიერ ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის, 31-ე მუხლის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2020 წლის 3 სექტემბერს შპს „მაგთიკომს“ წერილით Nგ-20-08/2789 ეთხოვა დაეზუსტებინა, თუ კონკრეტულად რომელი მონაცემები სურდა კომისიის მხრიდან ჩათვლილიყო კომერციული ფასეულობის მქონედ.

მიმდინარე წლის 8 სექტემბერს კომისიაში შპს „მაგთიკომისგან“ შემოვიდა დამაზუსტებელი  წერილი  ED-20/09/08-019  (კომისიაში  რეგისტრაციის ნომერი  Nშ-20-6/4643) სადაც, შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, რომ კონტრაჰენტ ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების კონფიდენციალობა, მათ შორის ხელშეკრულების კომერციული პირობები.

კომისიამ შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ 2020 წლის 21 აგვისტოს ED-20/08/21-015 (კომისიაში რეგისტრაციის  ნომერი  Nშ-20-6/4348)  და ამავე  წლის  8  სექტემბერს  ED-20/09/08-019(კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4643) წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია.

კომისია მიიჩნევს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (როგორიცაა ჩართვის წერტილი, შესყიდული ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობა, გლობალური ინტერნეტის ღირებულება, საკუთარი/ნაქირავები ტექნიკური საშუალებები, სასაზღვრო დაერთების წერტილები და გამოყენებული ტექნოლოგია), წარმოადგენს იგივე ინფორმაციას, რასაც კომპანია 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4-ის სახით ყოველთვიურად წარუდგენს კომისიას. შპს „მაგთიკომს“ აღნიშნული ინფორმაციის პირველადად წარდგენისას (ფორმა 5.4-ის სახით) არ მოუთხოვია მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, რის გამოც აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულია ღიად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა უნდა მოხდეს ინფორმაციის წარდგენისას. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში უკვე წარმოდგენილი ინფორმაციის შემდგომში კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, ვინაიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ ყოფილა მოთხოვნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, კომისია ამ ეპატზე ვერ იმსჯელებს ამ ინფორმაციის      კომერციულ      საიდუმლოებად      ცნობაზე      და    შესაბამისად შპს„მაგთიკომს“მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

რაც შეეხება ინფორმაციის იმ ნაწილს (კერძოდ კი ინფორმაცია, რომელიც ეხება კონტრაჰენტი ოპერატორის   ჭრილში   ტრანსპორტირების  საფასურს),  რომელიც შპს„მაგთიკომმა“  პირველად  კომისიაში  წარმოადგინა  მიმდინარე წლის 21 აგვისტოს  ED-20/08/21-015 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4348) და ინფორმაციის წარდგენისას მოითხოვა მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ ინფორმაციაზე და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა იქნას კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული, რადგან კომისიის შეფასებით, შპს „მაგთიკომის“ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ED-20/09/08-019 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/4643), წარმოდგენილი დასაბუთება არ არის საკმარისი კომპანიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 272   მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  განუხილველად დარჩეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა 2020 წლის 21 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის     ნომერი  Nშ-20-6/4346)    წერილის დანართში წარმოდგენილი ცხრილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მის მიერ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4-ის სახით წარმოდგენილი ინფორმაციის (ჩართვის წერტილი, შესყიდული ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობა, გლობალური  ინტერნეტის ღირებულება, საკუთარი/ნაქირავები ტექნიკური    საშუალებები,  სასაზღვრო დაერთების წერტილები და გამოყენებული ტექნოლოგია) კომერციულ საიდუმლოებად ცნობას;

2.   არ   დაკმაყოფილდეს   შპს   „მაგთიკომის“   მოთხოვნა   2020   წლის   21   აგვისტოს (კომისიაში  რეგისტრაციის     ნომერი    Nშ-20-6/4346)    წერილის დანართში წარმოდგენილი ცხრილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ იმ ნაწილში,    რომელიც       შეეხება       კონტრაჰენტი      ოპერატორის ჭრილში ტრანსპორტირების საფასურს და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად;

3. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება;

4. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)  აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება,    გარდა    მისი    სარეზოლუციო    ნაწილის პირველი პუნქტისა,შეიძლება გასაჩივრდეს     ქ. თბილისის საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „მაგთიკომმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას;

7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი     შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები