წვდომის მენიუ

ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 2020 წლის 24 სექტემბრის №გ-20-1/722 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-20-2 / 866

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2020 20:29

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2020

ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 2020 წლის 24 სექტემბრის №გ-20-1/722 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ქალი და სამყარომ“ (ს/ნ225378267) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5807, 16/11/2020) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5102, 24/09/2020) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს მაუწყებლობის დაწყების თარიღის ცვლილება და მაუწყებლობის დაიწყების ვადად 2021 წლის 24 იანვრის განსაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო COVID 19-ით დაავადნენ ორგანიზაციის თანამშრომლები და ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ქალთა რადიოს მაუწყებლობის პროგრამული განხორციელება.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყარო“ კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის №გ-20-1/722 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5102, 24/09/2020), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: სათემო მაუწყებლობა; 

გ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული;

დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 18 საათი;

ე) მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ე.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ვ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის 24 ნოემბრამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5102, 24/09/2020) მოდიფიცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ (ს/ნ 225378267) მუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5102, 24/09/2020), შევიდეს ცვლილება კომისიის 24 სექტემბრის№გ-20-1/722 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2021 წლის 24 იანვრამდე“.

2. ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყარო“  ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

თ) ემსახურებოდეს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომეხ თემში ქალთა ინტერესებს და უზრუნველყოს მაუწყებლობის პროცესში მათი მონაწილეობა;

ი) უზრუნველყოს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქება;

3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ  დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროსთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროსთვის“  ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ელისო ასანიძე         წევრი

მერაბ ქათამაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები