საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 3 სექტემბრის №გ-20-20/677 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2020 11:44
მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 3 სექტემბრის №გ-20-20/677 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2020 წლის 3 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №გ-20-20/677, სს “სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.
კომისიის 2020 წლის 3 სექტემბრის №გ-20-20/677 გადაწყვეტილებაში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში „2020 წლის 16 აპრილის №გ-20-18 /404“ გადაწყვეტილების ნაცვლად უნდა ეწეროს „2020 წლის 16 აპრილის №გ-20-18 /403“ გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2020 წლის 3 სექტემბრის №გ-20-20/677 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და აღწერილობით ნაწილში „2020 წლის 16 აპრილის №გ-20-18/404“ გადაწყვეტილების ნაცვლად ჩაიწეროს „2020 წლის 16 აპრილის №გ-20-18/403“ გადაწყვეტილება.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს “სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
