საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №420/24 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2020 12:27
მიღების თარიღი ივლისი 30, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №420/24 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 9 ივლისს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ინექსფონმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/3550, 09.07.2020 და №შ-20-7/3850, 27.07.2020) და მოითხოვა ცვლილებების შეტანა კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №420/24 გადაწყვეტილებაში, კერძოდ აღნიშნული გადაწყვეტილებით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის დანიშნულების საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა, რათა შეძლონ მინიჭებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენონ არა მარტო შეკვეთით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №420/24 გადაწყვეტილებით შპს „ინექსფონს“ უვადოდ, ყოველწლიური განახლებით მიეცა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N134 უფლება და განესაზღვრა შემდეგი პირობები: ნუმერაციის რესურსი: 1-7-0-1-7 (ერთი-შვიდი-ნული-ერთი- შვიდი) ავტორიზებული საქმიანობისთვის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად კერძოდ, შეკვეთით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-3 დანართის მე-13 მუხლის შესაბამისად, არაგეოგრაფიული მოკლე ფორმატის ნუმერაციის რესურსი 17 XXX განსაზღვრულია ავტორიზებადი საქმიანობის განსახორციელებლად, ხოლო კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის შემთხვევაში ანიჭებს ნუმერაციის რესურსს:
„დ) მოკლე ნომრებით (რომლის სრული ფორმატი 5-ციფრიანია, მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეროვნული დანიშნულების კოდისა და ეროვნული პრეფიქსის გარეშე) სატელეკომუნიკაციო (17XXX), ასევე არასატელეკომუნიკაციო (16XXX) მომსახურების მისაწოდებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა 1 ნომერზე;“
შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ განხორციელდება ცვლილების შეტანა კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №420/24 გადაწყვეტილებაში და შპს „ინექსფონს“ ნუმერაციის რესურსი მიენიჭება იმ დანიშნულებით რაც მითითებულია საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ N355 დადგენილებაში და ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში, კერძოდ ავტორიზებული საქმიანობისთვის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად, აღნიშნული საშუალებას მისცემს შპს „ინექსფონს“ მინიჭებული ნუმერაციის რესურსით განახორციელოს არა მარტო შეკვეთით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირი არამედ ავტორიზებას დაქვემდებარებული სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №420/24 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)ნუმერაციის რესურსი: 1-7-0-1-7 (ერთი-შვიდი-ნული-ერთი-შვიდი) ავტორიზებული საქმიანობისთვის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;“
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„ინექსფონისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ინექსფონისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ.ლაშქარავა) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
