წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” (ს/კ 204876081) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 868

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2020 15:49

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2020

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” (ს/კ 204876081) ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-2258, 11.11.2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-

2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (№20-10-2258, 11.11..2020) აღნიშნულია, რომ   2020 წლის 6 აგვისტოს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს გაეგზავნათ წერილი (Nგ-20-03/2521) ბენეფიციარების  შესახებ ინფორმაციის  წარმოდგენის  თაობაზე. ვინაიდან, შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ინფორმაცია არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი (Nშ-20-6/4374, 20.08.2020), კომპანიას დამატებით განესაზღვრა (Nგ-20-03/2837, 7.09.2020) 10 სამუშაო დღე ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის. 2020 წლის 15 სექტემბერს, კომპანიამ კომისიას წერილობით აცნობა, რომ ბენეფიციარი კომპანებისაგან ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ წარმოადგენდა დოკუმენტაციას კომისიაში და მოითხოვა (Nშ-20-6/4778) დამატებითი ვადა ინფორმაციის წარმოდგენისთვის. ამასთან, კომისიაში წარმოადგინა სს „OTEplus ტექნიკური და ბიზნეს გადაწყვეტილებების დაცვის მომსახურებასთან“ (ს/კ000584801000,16392/01AT/B/88/228(1997), შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგთან“ (ს/კ R-12975) და შპს „ჯენერთან“ (ს/კ094073526) ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე კომპანიის მიერ გაგზავნილი წერილები. 2020 წლის 21 სექტემბერს, კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა (Nშ-20-6/4900) სს „OTEplus ტექნიკური და ბიზნეს გადაწყვეტილებების დაცვის მომსახურების“ (ს/კ000584801000,16392/01AT/B/88/228(1997)) ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია და აცნობა კომისიას, რომ შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგისგან“   (ს/კ   R-12975)   და   შპს   „ჯენერისგან“   (ს/კ094073526)  ინფორმაციის მიღებისთანავე წარმოადგენდა დოკუმენტაციას კომისიაში. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (№20-10-2258, 11.11..2020) აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ 2020 წლის 12 ოქტომბერს კომისიას აცნობა (N20-6/5318), რომ იმყოფება ბენეფიციარი კომპანიებისაგან ინფორმაციის მოლოდინის რეჟიმში. 2020 წლის 23 ოქტომბერს, კომისიამ კვლავ    გაუგზავნა   წერილი  (Nშ-20-03/3387)  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე და განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა ინფორმაციის წარმოსადგენად. კომპანიამ 2020 წლის 3 ნოემბერს კომისიას აცნობა (შ-20-6/5596), რომ ისევ იმყოფება მოლოდინის რეჟიმში და კომისიაში წარმოადგინა შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგთან“ (ს/კ R-12975) და შპს „ჯენერთან“ (ს/კ094073526) ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე, ხელმეორედ, 2020 წლის 2 ოქტომბერს გაგზავნილი წერილები.

2020 წლის 25 ნოემბერს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიას წერილობით (Nშ-20-6/5942, 25.11.2020) მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 18 ნოემბერს შედგა პარტნიორთა დისტანციური შეხვედრა, სადაც, ასევე განიხილეს კომპანიის პარტნიორებსა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვნის საკითხი. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განმარტებით, შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგთან“ დაკავშირებით პარტნიორებმა განაცხადეს, რომ მათ ჰყავდათ ბევრი ბენეფიციარი და ინფორმაციის სრულად გადმოცემის მიზნით სჭირდებოდათ რამდენიმე დღე, ხოლო შპს „ჯენერთან“ დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2010 წლის პარტნიორთა კრებაზე გენერალურმა დირექტორმა დააყენა საკითხი სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით, ვინაიდან ვერ ხდებოდა მათთან კომუნიკაცია ვერც ოფიციალურ მისამართზე და ვერც სატელეფონო ნომერზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 26 ნოემბერს, 15 საათზე, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის    2020   წლის  26 ნოემბრის სხდომაზე   გამოცხადდა   შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორი ნ. შარაშენიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ  კომისიის მომართვის შესაბამისად, კომისიაში წარმოადგინეს ორი პარტნიორის შესახებ ინფორმაცია, ხოლო ორ ბენეფიციარ კომპანიას გაუგზავნეს წერილი ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით, რის შესახებ აცნობეს კომისიას. კომპანიის ერთ- ერთი პარტნიორთან, შპს ,,ჯენერთან“ დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2011 წლის პარტნიორთა კრებაზე გენერალურმა დირექტორმა დააყენა საკითხი შპს ,,ჯენერის“ სტატუსთან        დაკავშირებით,   ვინაიდან   ვერ   ხდებოდა   მათთან   კომუნიკაცია   ვერც ოფიციალურ მისამართზე და ვერც სატელეფონო ნომერზე. ასევე, მან აღნიშნა, რომ 2020 წლის 18 ნოემბერს შედგა პარტნიორთა დისტანციური შეხვედრა, სადაც ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა კომპანიის პარტნიორებსა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვნის საკითხი. შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგთან“ დაკავშირებით პარტნიორებმა განაცხადეს, რომ კომპანიას ჰყავს ბევრი ბენეფიციარი და ინფორმაციის სრულად გადმოცემის მიზნით საჭირო იყო დრო, ხოლო შპს ,,ჯენერთან“ დაკავშირებით უნდა    გადაწყდეს    მისი    სტატუსი,    რაც    ასევე    მოითხოვს  დროს.

აღნიშნულიდან  გამომდინარე, შპს  „საქართველოს  ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორმა ინფორმაციის წარმოსადგენად ითხოვა ვადა წლის ბოლომდე.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-2258, 11.11.2020).

2.  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  2020 წლის  25 აგვისტოს წერილი Nშ-20-6/4374.

3. კომისიის 2020 წლის 7 სექტემბრის წერილი Nგ-20-03/2837.

4.  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  2020 წლის  15 სექტემბრის წერილი Nშ-20-6/4778.

5.  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  2020 წლის  21 სექტემბრის წერილი Nშ-20-6/4900.

6.  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  2020  წლის  12 ოქტომბრის წერილი Nშ-20-6/5318.

7. კომისიის 2020 წლის 23 ოქტომბრის Nშ-20-03/3387 წერილი.

8.  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  2020 წლის  3 ნოემბრის წერილი Nშ-20-6/5596.

9.  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  2020 წლის  25 ნოემბრის Nშ-20-6/5942 წერილი.

10. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორის ახსნა-განმარტება.

11. მონაცემები შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ მეწარმეთა და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული  პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაცია“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი:15.02.2010).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან 2. 2020 წლის 6 აგვისტოს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს გაეგზავნათ წერილი ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. ვინაიდან, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ინფორმაცია არასრულად იქნა წარმოდგენილი, კომპანიას დამატებით განესაზღვრა 10 სამუშაო დღე ინფორმაციის სრულად წარმოდგენის მიზნით. 2020 წლის 15 სექტემბერს, კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა სს „OTEplus ტექნიკური და ბიზნეს გადაწყვეტილებების დაცვის მომსახურებასთან“ (ს/კ000584801000,16392/01AT/B/88/228(1997), შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგთან“ (ს/კ R-12975) და შპს „ჯენერთან“ (ს/კ094073526) ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე კომპანიის მიერ გაგზავნილი წერილები და ითხოვა  დამატებითი ვადა ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენისათვის. 2020 წლის 21 სექტემბერს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიაში წარმოადგინა სს „OTEplus ტექნიკური და ბიზნეს  გადაწყვეტილებების      დაცვის  მომსახურების“ (ს/კ000584801000,16392/01AT/B/88/228(1997)     ბენეფიციარი      მესაკუთრეების      შესახებ ინფორმაცია და აცნობა კომისიას, რომ შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგისგან“ (ს/კ R-12975) და შპს „ჯენერისგან“ (ს/კ094073526) ინფორმაციის მიღებისთანავე წარმოადგენდა კომისიაში. 2020 წლის 12 ოქტომბერს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიას აცნობა, რომ იმყოფება ბენეფიციარი კომპანიებისაგან ინფორმაციის მიღების მოლოდინის რეჟიმში. 2020 წლის 23 ოქტომბერს, კომისიამ კვლავ გაუგზავნა წერილი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით და განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა ინფორმაციის წარმოსადგენად. კომპანიამ 2020 წლის 3 ნოემბერს კომისიაში წარმოადგინა „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგთან“ (ს/კ R-12975) და შპს „ჯენერთან“ (ს/კ094073526) ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე განმეორებით გაგზავნილი წერილები და განმარტა, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე წარმოადგენდა კომისიაში.

2020 წლის 25 ნოემბერს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიას წერილობით (Nშ-20-6/5942, 25.11.2020) აცნობა, რომ 2020 წლის 18 ნოემბერს შედგა პარტნიორთა დისტანციური შეხვედრა, სადაც, ასევე განიხილეს კომპანიის პარტნიორებსა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვნის საკითხი. შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგთან“ დაკავშირებით პარტნიორებმა განაცხადეს, რომ კომპანიას ჰყავს ბევრი ბენეფიციარი და ინფორმაციის სრულად გადმოცემის მიზნით სჭირდებოდათ დრო, ხოლო შპს „ჯენერთან“ დაკავშირებით, ვინაიდან ვერ ხერხდება მათთან კომუნიკაცია ვერც ოფიციალურ მისამართზე და ვერც სატელეფონო ნომერზე და ჯერ კიდევ 2010 წლის პარტნიორთა კრებაზე გენერალურმა დირექტორმა დააყენა საკითხი სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-2258,11.11.2020); შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2020 წლის 25 აგვისტოს წერილი Nშ-20-6/4374; კომისიის 2020 წლის 7 სექტემბრის წერილი Nგ-20-03/2837; შპს „საქართველოს ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  2020  წლის  15 სექტემბრის წერილი Nშ-20-6/4778; შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2020 წლის 21 სექტემბრის წერილი Nშ-20-6/4900; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2020 წლის 12 ოქტომბრის წერილი Nშ-20-6/5318; კომისიის 2020 წლის 23 ოქტომბრის Nშ-20-03/3387 წერილი; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2020 წლის 3 ნოემბრის წერილი Nშ-20-6/5596. შპს „საქართველოს ცენტრალური   კავშირგაბმულობის   კორპორაციის“   2020   წლის   25   ნოემბრის   Nშ-20-6/5942   წერილი.   შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორის ახსნა-განმარტება.

3. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2020 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი კომისიის მიერ მისგან გამოთხოვნილი ინფორმაცია სრულად და მოთხოვნილ ვადაში.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის     მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული  უფლებამოსილებების ფარგლებში  ამავე  კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციებია: გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან.

3. ,,ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ”   საქართველოს   კანონის   43-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია   თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების  შესახებ    საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა    მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა  რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის    მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე  მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების     სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ     შორის, კომისიის დადგენილებებითა         და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ, კომისიის მიერ მისგან მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად და მოთხოვნილ ვადაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2   პუნქტის ა) და   ბ) ქვეპუნქტები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს კანონით   გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის   „ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას, მისი მოთხოვნის გათვალისწინებით, უნდა დაევალოს კომისიის მიერ მისგან მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა კომისიაში 2021 წლის 1 იანვრამდე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის მე-2  პუნქტის ა)  და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

2. დაევალოს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში სრულად წარმოდგენა 2021 წლის 1 იანვრამდე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა  და კომისიის ოფიციალურ   ვებგვერდზ(www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.  გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    გადაწყვეტილების    დამოწმებული   ასლის შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დღიდან.

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  N64)  გადაწყვეტილების  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ელისო ასანიძე          წევრი

მერაბ ქათამაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები