შპს „მედია კორპორაციის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 792

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 15, 2020 13:50

მიღების თარიღი ოქტომბერი 08, 2020

შპს „მედია კორპორაციის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-1919, 21/09/2020)  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის  მე-14  პუნქტის შესაბამისად, კომისიაში  დაიწყო  მარტივი  ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის   „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის   სამსახურებრივ   ბარათში   (N   20-10-1919,21/09/2020) აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის მიერ  სამაუწყებლო  ბადის   წარმოდგენასთან   დაკავშირებული პერიოდული მონიტორინგის განხორციელებისას შემოწმდა შპს „მედია კორპორაციას“ მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მაუწყებელს კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით 2020 წლის თებერვლის შემდეგ სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია.

როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, 2020 წლის 31 აგვისტოს კომისიამ წერილით (N გ-20-04/2737,31/08/2020) მიმართა  შპს  „მედია  კორპორაციას“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოსთხოვა სამაუწყებლო ბადის 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. კომისიის მოთხოვნას მაუწყებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „მედია კორპორაციას“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენლი ვალდებულების შეუსრულებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედია კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის პირველ ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „მედია კორპორაციას“ ეცნობა შეტყობინებით (N გ-20-03/3094, 28/09/2020). ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს „მედია კორპორაციას“   ასევე, ეცნობა, რომ კომისია გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „მედია კორპორაციას“   ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge)  გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს ,,მედია კორპორაციას“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).

კომისიის   2020   წლის   პირველი   ოქტომბრის   სხდომაზე   გამოცხადდა  შპს„მედია კორპორაციის“ წარმომადგენელი ლელა ასლანიკაშვილი რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიას აქვს ტექნიკური პრობლემა, კერძოდ, ვერ ახდენს სამაუწყებლო ბადის პორტალზე ატვირთვას და განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ადრე ქონდა კომუნიკაცია კომისიის თანამშრომელთან, რომელიც მათ კონსულტაციას უწევდა სამაუწყებლო ბადის წარმოდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე დაკავშირება ვერ მოხერხდა და კომპანიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ იყო საჭირო.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის დამატებითი მოკვლევის მიზნით შპს „მედია კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 8 ოქტომბერს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზეც შპს „მედია კორპორაციის“ წარმომადგენელს სხდომაზევე ეცნობა.

კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 20-10-2067, 07/10/2020) დამატებით ირკვევა, რომ „მედია კორპორაციის“ წარმომადგენელი დაუკავშირდა კომისიის აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტს, რის შედეგადაც მას დეტალურად განემარტა კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით სამაუწყებლო ბადის წარმოდგენის წესები. შედეგად, მიმდინარე კვირაში მაუწყებლის წარმომადგენელმა უზრუნველყო, წინასწარ, ერთი კვირის სამაუწყებლო ბადის წარმოდგენა.

კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მედია კორპორაციის“ წარმომადგენელი ლელა ასლანიკაშილი, რომელსაც დამატებითი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-1919, 21/09/2020).

2. კომისიის წერილი (Nგ-20-04/2737, 31/08/2020) გაგზავნილი შპს „მედია კორპორაციისთვის“.

3.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მედია კორპორაციის“ შესახებ მონაცემები;

4.   შპს  „მედია  კორპორაციისთვის“  გაგზავნილი  შეტყობინება  (N  გ-20-03/3094,  28/09/2020) კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5. შპს „მედია კორპორაციის“ წარმომადგენლის ლელა ასლანიკაშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე.

III.    დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „მედია კორპორაცია“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

2. შპს „მედია კორპორაციას“ 2020 წლის თებერვლის შემდეგ კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით,   სამაუწყებლო ბადე არ ქონდა წარმოდგენილი; შპს „მედია კორპორაციამ“ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, კომისიის ელექტრონული პორტალის                      საშუალებით,   კომისიაში   წარმოადგინა   სამაუწყებლო   ბადე,   რითაც აღმოფხვრა არსებული დარღვევა;

3. შპს „მედია კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის    სფეროში  კანონმდებლობას  შეადგენს    საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს     საერთაშორისო    ხელშეკრულებები,     საქართველოს ორგანული კანონი   „საქართველოს  საარჩევნო   კოდექსი“,   ეს   კანონი,   „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2.   ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე–5   მუხლის   მე–3   პუნქტის   „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   კომისიის   ფუნქციასა   და  ვალდებულებას   წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული   პირი   ვალდებულია  დაიცვას   მაუწყებლობის   სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

4.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   451 მუხლის  მე-10   პუნქტის   „დ“ ქვეპუნქტის თანახმად,    ავტორიზებული    პირი  ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს   და   კომისიას  მიაწოდოს  მომდევნო   კვირის   პროგრამების   განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

5. „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2011   წლის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ  ძალადაკარგულად    ცნობისა  და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების     ელექტრონულად    შევსება    და    კომისიაში  წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით; ამავე გადაწყვეტილების დანართი N1 ფორმა 4.15-ი (სამაუწყებლო ბადე) ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე;

6.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   71-ე   მუხლის  პირველი   პუნქტის მაუწყებლის მიერ საქართველოს    კანონმდებლობის    დარღვევის ან     კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის  პირობების დარღვევის შემთხვევაში   კომისია  ვალდებულია   განიხილოს   შესაბამისი    საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა   იყოს   დარღვევის   აღმოფხვრა   ან  პრევენცია.  კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს  გონივრულ  ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მედია კორპორაციის“ მიერ კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით 2020 წლის თებერვლის თვიდან სამაუწყებლო ბადის წარმოუდგენლობით დარღვეულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) და „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს  კანონის 451   მუხლის  მე-10  პუნქტის  „ა“    და  „დ“  ქვეპუნქტები, რომლის მიხედვითაც, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები და ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, რომელიც ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე. აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მედია კორპორაციის“ მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის  არც    ერთი    სახე გამოყენებული არ ყოფილა. ამასთან, ვინაიდან შპს „მედია კორპორაციის“ მიერ გადაწყვეტილების მიღების  მომენტისათვის,   კომისიის   ელექტრონული   პორტალის საშუალებით, კომისიაში წარმოდგენილ იქნა სამაუწყებლო ბადე და კომპანიის მიერ აღმოფხვრილი იქნა დარღვევა, კომისია უფლებამოსილია სცნოს კომპანია სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტის,  451 მუხლის მე-10   პუნქტის „ა“ და   „დ“   ქვეპუნქტებისა  და   71-ე   მუხლის,    საქართველოს   ზოგადი ადმინისტრაციული    კოდექსის   95-ე   98-ე   და   99-ე   მუხლებისა   და   „საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   საქმიანობის   მარეგულირებელი  წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „მედია კორპორაცია“ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) დარღვევის გამო;

2. შპს„მედია კორპორაცია“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  გადაწყვეტილების  შპს„მედია  კორპორაციისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა და  კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge)გამოქვეყნება.

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „მედია კორპორაციის“  სამართალდამრღვევად       ცნობისა       და      ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების     თაობაზე    ინფორმაციის     უწყებრივ რეესტრში შეყვანა.

5.   გადაწყვეტილება      ძალაში      შედის      მისი დამოწმებული ასლის    შპს  „მედია კორპორაციისთვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს„მედია კორპორაციისთვის“  გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური  მედია    მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ელისო ასანიძე           წევრი

მერაბ ქათამაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები