შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 527

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2020 17:26

მიღების თარიღი ივნისი 25, 2020

შპს   ,,კავკასუს   ონლაინისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“  დაეკისრა  ჯარიმა  270000   (ორას სამოცდაათი  ათასი) ლარის  ოდენობით,„ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 და 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას  კუთვნილი  წილის  49%-ის (31230           აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ მაისამდე.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N20-10-1095; 25.05.2020) ირკვევა, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის  ვადა  კომპანიას  განსაზღვრული  ჰქონდა 2020  წლის  პირველ  მაისამდე.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ აქვს წარმოდგენილი კომისიაში სამართალდარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320    გადაწყვეტილება კომისიის  ოფიციალური  ელექტრონული  ფოსტის მისამართიდან     -   post@gncc.ge  შპს „კავკასუს  ონლაინს“  კომპანიის ოფიციალური  ელექტრონული  ფოსტის  მისამართზე info@co.ge გაეგზავნა და ჩაბარდა 2020 წლის 20 მარტს.

2020  წლის  28  აპრილს  კომისიაში  შემოვიდა  შპს  ,,კავკასუს  ონლაინის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2217; 28.04.2020), რომლითაც კომპანიამ ითხოვა კომისიის 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების   შესრულების   ვადის  გადავადება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 2 თვის ვადით იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამო გამოცხადებული პანდემიის პირობებში ქვეყნებში    დაწესებული შეზღუდვების გამო შეფერხებულია, როგორც ნასყიდობის ტრანზაქციის მხარეებს შორის კომუნიკაცია, შეხვედრები, ასევე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრატორ კომპანიასთან კომუნიკაცია. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ასევე, არ არის შესაძლებელი შპს ,,კავკასუს ონლაინის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მხრიდან რაიმე მოქმედებების განხორციელება ბენეფიციარი მესაკუთრეებისგან ინფორმაციის, ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვა.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-1095; 25.05.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 28 მაისს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-20-03/1716; 25.05.2020) ეცნობა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ და ამავე შეტყობინებით განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, ავტორიზებულ პირს ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდა სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, კომპანიას ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს ,,კავკასუს ონლაინს“   ეცნობა,    რომ    კომისიის    შესაბამისი    შეტყობინებები    და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).

კომისიის 2020 წლის 28 მაისის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ შპს,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორი რ. კოპალაძე, ასევე, კომპანიის წარმომადგენლები დ.კაპანაძე და ე. მებონია. კომისიის სხდომაზე შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უფლებების დაცვისა და რეალიზების მათ ხელთ არსებული მექანიზმები, მათ შორის კომისიასთან მიმდინარე პროცესებში და სასამართლოში სამართალწარმოებაში ჩართულობის ფორმით, არ არის სინქრონში. საგანგებო მდგომარეობის მიზეზით, საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებში დაცვის რეალიზება შეჩერებული იყო. თუ სასამართლოს კონკრეტულ კერძო საჩივარზე გადაწყვეტილება 2 თვის განმავლობაში უნდა მიეღო, ეს ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც თეორიულად  კერძო საჩივრის ფარგლებში დაყენებულ მოთხოვნებთან იყოს განსხვავებული. შესაბამისად, კომპანია ითხოვს კომისიაში ამ წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა   კომისიის 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320     გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადების თაობაზე, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და დაუსაბუთებელია. კომპანია ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეფერხებული კომუნიკაცია მასსა და ბენეფიციარ მესაკუთრეებს შორის, თავად ბენეფიციარ მესაკუთრეებს შორის, ასევე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრატორ კომპანიასთან კომუნიკაცია და არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამასთანავე,  კომპანიას  არ  წარმოუდგენია მტკიცებულება,  რომელიც  დაადასტურებდა ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა მიერ უკანონო ტრანზაქციის განხორციელებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნებას და ამ ნების არსებობის პირობებში კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების შეუძლებლობას, მათ შორის, გავრცელებული ვირუსის გამო. რაც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებით კომპანიაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადებას იმ გარემოების გამო, რომ სასამართლოში საგანგებო მდგომარეობის მიზეზით შეჩერებული იყო კომპანიის სარჩელების და კერძო საჩივრების განხილვა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის გადადება ა/წ 25 ივნისისთვის, ავტორიზებული პირის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  ზომებიდან  სათანადო  ზომის  არჩევის მიზნით.  შესაბამისად,  შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს მისთვის მიცემული დამატებითი ვადა სამართალდარღვევის  აღმოსაფხვრელად.  ზემოაღნიშნულიდან    გამომდინარე, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა ა/წ 25 ივნისისთვის, რის თაობაზეც კომპანიის წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის ა/წ 28 მაისის სხდომაზე. კომისიის დისტანციურად გამართულ 2020 წლის 25 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ შპს,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორი რ. კოპალაძე და კომპანიის წარმომადგენელი ლ. მებონია. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორმა რ. კოპალაძემ აღნიშნა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ აქვს ზეგავლენა ბენეფიციარ მესაკუთრეთა გადაწყვეტილებაზე და ამდენად, არ აქვს კომპანიაზე დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მექანიზმი. მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა კომისიის მიერ ბაზრის კვლევის ჩატარება, განხორციელებული ტრანზაქციის მიერ კონკურენციაზე ზეგავლენის მოხდენის დადგენის მიზნით. რ. კოპალაძის განცხადებით, კვლევის საფუძველზე დადგინდებოდა, რომ ტრანზაქცია არ ახდენს ზეგავლენას კონკურენციაზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა ე. მებონიამ აღნიშნა, რომ კომპანიის ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ განახლებული ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე კომისიიდან წერილის მიღებისთანავე, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ მიმართა ბრიტანეთის ვირჯინიის  კუნძულების  კომპანიების  რეგისტრატორ  აგენტს  რომლის  მეშვეობით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ აქვს წვდომა ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებზე. ამასთანავე, მისი განმარტებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ აქვს წვდომა ამ მონაცემების მიღმა თუ რა შეთანხმება არსებობს აქციონერებს შორის, რადგან ეს მონაცემი შეიძლება ექვემდებარებოდეს რეგისტრაციას ან არა.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-1095; 25.05.2020);

2.„შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320   გადაწყვეტილება და მისი შპს,,კავკასუს ონლაინისთვის“ გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები;

3.„შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილება;

4.„შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 გადაწყვეტილება;

5.„შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 გადაწყვეტილება;

6.„შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320 გადაწყვეტილება;

7. კომისიის   შეტყობინება (Nგ-20-03/1716; 25.05.2020)    და მისი შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

8. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 29 აგვისტოს N19-10-1665 მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N19-10-1651; 27.08.2019; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილი);

9. ამონაწერები    მეწარმეთა    და    არასამეწარმეო    (არაკომერციული)  იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ;

10. კომისიის წერილი (N16/2567-18, 27.07.2018) და მისი შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

11. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3834; 27.09.2019), რომელსაც ერთვის შპს,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ასლი კომპანიის მონაცემების შესახებ;

12. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილი და მისი შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

13. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3892; 04.10.2019), რომელსაც ერთვის შპს,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

14. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 15.10.2019), რომელსაც ერთვის შპს,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია;

15. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 16.10.2019), რომელსაც ერთვის შპს,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

 

16. „შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის ,,ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილება;

17. „შპს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%- ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 17 იანვრის N14/11 გადაწყვეტილება;

18. „შპს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 43,5%- ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის N727/11 გადაწყვეტილება;

19. „შპს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%- ის შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“   კომისიის   2018   წლის   26   ივლისის   N426/11 გადაწყვეტილება;

20.  შპს   ,,კავკასუს   ონლაინის“   განცხადება   (კომისიაში   რეგისტრაციის   Nშ-20-6/2217;28.04.2020);

21. კომისიის წერილი შპს ,,კავკასუს ონლაინს“ (Nგ-20-03/1923; 12.06.20);

22. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი კომისიას (Nშ-20-6/3233; 23.06.20).

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „კავკასუს ონლაინი“ 2010 წლის 11 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური  რესურსებითა  და  სიმძლავრეებით  უზრუნველყოფა;  A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით  უზრუნველყოფა;  მონაცემთა  დამუშავების  ინტერნეტ  ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi; სხვა; B.F.3 მონაცემთა გადაცემა :მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რადიომაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება;

2. შპს „კავკასუს ონლაინი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, შპს ,,კავკასუს ონლაინს“, როგორც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის  უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება   დანახარჯებისა    და    შემოსავლების  განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;

4. შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის „ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის  შემთხვევაში, თუ    მათი    შეძენის    შედეგად  შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე;

5. კომისიის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „კავკასუს ონლაინს“ ეცნობათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში;

6. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მოეთხოვათ 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინათ ინფორმაცია კომპანიის ყველა პარტნიორის და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ, კომპანიის ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ;

7. 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-19-6/3523 23.08.2019), რომლის თანახმად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 36,2 % წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“ (Nelgado Ltd) რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890. კომპანია ,,ნელგადო ლიმითედში“ წილების მფლობელი პარტნიორები   არიან:   ფიზიკური   პირი   ხვიჩა   მაქაცარია  -  საქართველოს   მოქალაქე,,,ნელგადო ლიმითედში“ 32506 აქციის მფლობელი და კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 596511. კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 379092. კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ი კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ში წილებს ფლობს ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის (აზერბაიჯანის მოქალაქე) სასარგელოდ ტრასტის საფუძველზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 63,8% წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“ (International Online Network), რეგისტრირებული   ბრიტანეთის   ვირჯინიის   კუნძულებზე,   სარეგისტრაციო  ნომრით 1502554. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია, დაახლოებით 51 % წილის მფლობელი (32506 აქცია) და ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი, დაახლოებით 49% წილის მფლობელი (31230 აქცია);

8. კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლისა და კომისიის 2016  წლის  6  ოქტომბრის  N677/11  გადაწყვეტილების დარღვევის  გამო,  კერძოდ,  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობისა და კომისიის თანხმობის გარეშე წილის გასხვისების გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%- ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში. ,,შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ჩაბარდა 2019 წლის 11 ნოემბერს. შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ჰქონდა 2019 წლის 3 დეკემბრამდე;

9. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605  გადაწყვეტილების  შესაბამისად  სამართალდარღვევის  აღმოფხვრა, კერძოდ,  შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის      უზრუნველყოფა      და      აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში;

10. კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილებისა და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%- ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 18 იანვრამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ჩაბარდა 2019 წლის 26 დეკემბერს;

11. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ უზრუნველყო 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის)

აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 18 იანვრამდე;

12. კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“  დაეკისრა ჯარიმა 90 000 (ოთხმოცდაათი    ათასი)    ლარის  ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 და 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 22 თებერვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს,,კავკასუს ონლაინს“ ჩაბარდა 2020 წლის 12  თებერვალს;

13. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87  გადაწყვეტილების  შესაბამისად  სამართალდარღვევის  აღმოფხვრა, კერძოდ,  შპს„კავკასუსონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურპირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის)აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 22 თებერვლამდე;

14.   კომისიის 2020 წლის 12 მარტის   Nგ-20-18/320   გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“   დაეკისრა   ჯარიმა   270000    (ორასსამოცდაათი   ათასი)  ლარის ოდენობით, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 და 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი   წილის  49%-ის           (31230           აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ მაისამდე. აღნიშნული გადაწვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინს“ გაეგზავნა და ჩაბარდა 2020 წლის 25 მარტს;

15. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ უზრუნველყო 2020 წლის 12 მარტის   Nგ-20-18/320 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ მაისამდე, ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-11 მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად,   ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და  ლიცენზიის ან/და   ნებართვის მფლობელების  მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა)   ქვეპუნქტის   თანახმად, კომისიის ერთ-ერთი      ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა  და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა    და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების                                     დაკისრება      და       მათ       შესრულებაზე  ზედამხედველობა  და კონტროლი;

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის     თანახმად,     კომისიის     ერთ-ერთი     ძირითადი  ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული  ამოცანებისა     და     ფუნქციების    შესრულებასთან    დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ    შორის,  ფინანსურ- ეკონომიკური  დოკუმენტაცია,     მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად,  აგრეთვე საავტორო  და მომიჯნავე   უფლებების     შესახებ  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი  დოკუმენტაცია.  კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული   ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა  და  „პერსონალურ   მონაცემთა   დაცვის   შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე,   ასევე    მონაცემები     აბონენტთა    რაოდენობის,     ტრაფიკის,      მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად,        ავტორიზებული პირი  ვალდებულია შეასრულოს     ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის  ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის  რეგულირების  ერთ-ერთი           მიზანია    რამდენიმე  ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ- ერთი  ამოცანაა ელექტრონული    კომუნიკაციების   სფეროში   ეფექტიანი   კონკურენციის   ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;

7.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის  შემთხვევაში,   თუ შემძენი პირის      ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ)    პირთა    მიერ   ერთობლივად ხდება ავტორიზებული  პირის  5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

8. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ     კომისიას     უნდა     ეცნობოს     შერწყმის     ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

9.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული  (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

10. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   27-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის   მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება   შერწყმის   ან   შეძენის  გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის  მნიშვნელოვნად  დარღვევის  შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს    ან  ავტორიზებულ    პირს,    რომლის    წილის ან აქციების       შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური    განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი                          სტრუქტურული    ერთეულების    ცალკე    იურიდიულ    პირად/პირებად გამოყოფა);

11. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   43-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული  მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ  პირთა  მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის,  მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით       განსაზღვრული    მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

13.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული   წარმოების  დაწყების        საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით  დაკისრებული ვალდებულება  ან მინიჭებული უფლებამოსილება     - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ უზრუნველყო 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320  გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ მაისამდე, ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის. შედეგად, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე იმ პირობებში, როცა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის აღნიშნულ კომპანიაში ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი კვლავ უკანონოდ ფლობს წილს. შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 და 2020 წლის 12 მარტის  Nგ-20-18/320  გადაწყვეტილებების დარღვევას.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

კომისიის 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ჯარიმა 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 და 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 დარღვევის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ადმინისტრაციული პასუხისგებლობის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათიდან (N20-10-1290; 25.06.2020) ირკვევა, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 3 % აღემატება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას. შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

ელექტრონული კომუნიკაციები სფეროში საქმიანობა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით. კომისიის, როგორც აღნიშნულ სფეროში საქმიანობაზე ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და კანონის მოთხოვნების აღსრულების უზრუნველმყოფი ბერკეტი კომისიას გააჩნია უშუალოდ ავტორიზებულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი და მისსავე რეგულირების სფეროში დაქვემდებარებული კომპანიაა, რომელიც არის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც პირდაპირი მაგისტრალური ინფრასტრუქტურით აკავშირებს ჯერ საქართველოს, შემდეგ რეგიონის 2 ქვეყანას და სხვა ქვეყნებს ევროპასთან და რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე ტრანზაქციის განხორციელებამდე იყო საქართველოს მოქალაქე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითად   ამოცანაა   ელექტრონული   საკომუნიკაციო  ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად,   ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი წილის 49%- ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ კომისიის თანხმობის გარეშე შეძენით შედეგობრივად უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, როგორც თავად საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის, მომსახურების სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე, საქართველოს რეგიონალური კონკურენტუნარიანობისთვის, საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლებელია განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება არსებითი, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის.

კომისიას ასევე, მიაჩნია, რომ  სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და საქართველოში ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოსთვის,    საქართველოში   ინტერნეტ        მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვისა და საქართველოს რეგიონალური კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით,   შპს ,,კავკასუს ონლაინს“ უნდა დაევალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, ხოლო ამ ქმედებების განხორციელების ვადა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შუამდგომლობის გათვალისწინებით განისაზღვროს 2020 წლის პირველ აგვისტომდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, ა/წ 12 ივნისს მოეთხოვა   10 კალენდარული დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა განახლებული ინფორმაცია   შპს   „კავკასუს   ონლაინის“   63,8%-იანი   წილის  მფლობელი   კომპანიის „International Online Networks LLC”-ის (ს/კ1502554) და 36,2%-იანი წილის მფლობელი კომპანიის „ნელგადო ლიმითედის“ (ს/კ1565890) ყველა ბენეფიციარი მესაკუთრეების (მათ შორის, ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე დოკუმენტაცია, ლეგალიზებული/აპოსტილიზებული (საჭიროების   მიხედვით),   ნათარგმნი   და  ნოტარიულად   დამოწმებული   სახით.   შპს,,კავკასუს ონლაინის“ საპასუხო წერილის (Nშ-20-6/3233; 23.06.20) თანახმად, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების რეგისტრატორი კომპანიისგან გამოითხოვა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა, მისი განცხადებით, მოთხოვნილი სახით ინფორმაციის მომზადებას დამატებითი დრო სჭირდებოდა, რის გამოც   ითხოვა   ორ  კვირიანი   ვადა.   ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით,   კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოსადგენად უნდა განსაზღვრულიყო ვადა ა/წ 10 ივლისამდე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე  და 27-ე  მუხლებისა  და  45-ე  მუხლის  მე-3  პუნქტის,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 და 12 მარტის  Nგ-20-18/320  გადაწყვეტილებების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;

სახაზინო კოდი - 300773251.

და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა;

3.  შპს ,,კავკასუს ონლაინმა“  უზრუნველყოს სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს  ონლაინის“  წილის  პირდაპირ  და  არაპირდაპირ  100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“  ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ აგვისტომდე;

4. უზრუნველყოს შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ შპს „კავკასუს ონლაინის“ 63,8%-იანი წილის მფლობელი კომპანიის  „International  Online  Networks  LLC”-ის (ს/კ1502554)  და 36,2%-იანი წილის მფლობელი კომპანიის „ნელგადო ლიმითედის“ (ს/კ1565890) ყველა ბენეფიციარი მესაკუთრეების (მათ შორის, ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით)  და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე განახლებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის ლეგალიზებული/აპოსტილიზებული (საჭიროების მიხედვით), ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სახით კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 10 ივლისამდე;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)  შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის     დაკისრების    თაობაზე ინფორმაციის  კომისიის     ავტორიზებულ     პირთა     უწყებრივ    რეესტრში   შეტანის უზრუნველყოფა;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 და მე-8 პუნქტებისა)  დაევალოს  კომისიის  აპარატის  სატელეკომუნიკაციო  ბაზრების რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები