წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 03

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2020 10:46

მიღების თარიღი იანვარი 09, 2020

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“ ადმინისტრაციულიმპასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.          საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 26 დეკემბრის N19-10-2574 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე  კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული სამსახურებრივი ბარატი თანახმად, კომისიას მომართა ააიპ „მედიის განვითარების ფონდმა“ საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4878), ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში გადაცემების არასახელმწიფო ენაზე განთავსების თაობაზე. კომისიის  უფლებამოსილი  წარმომადგენლის  მიერ  მოხდა  ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შემოწმება რის შედეგადაც დადგინდა, რომ

2019 წლის 26 ნოემბერს 22 საათსა და 28 წუთზე „ობიექტივის“ ეთერში გავიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „ყველას გასაგონად“ არასახელმწიფო ენაზე (რუსულ ენაზე). გადაცემას არ ჰქონდა სუბტიტრები სახელმწიფო ენაზე და მისი ხანგრძლივობა იყო 51 წუთი და 41 წამი. ასევე, 2019 წლის 17 დეკემბერს 22 საათსა და 29 წუთზე „ობიექტივის“ ეთერში გავიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „Неделя“ არასახელმწიფო ენაზე (რუსულ ენაზე). გადაცემას არ ჰქონდა სუბტიტრები სახელმწიფო ენაზე და მისი ხანგრძლივობა იყო 50 წუთი და 19 წამი. „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ  პროგრამას   სამაუწყებლო   ბადეში   განათავსებს   არასახელმწიფო   ენაზე   (ენებზე) ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), გადაცემული პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით. საუკეთესო დრო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად არის 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდი. „ობიექტივის“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებული გადაცემები 50 წუთს აღემატება, ხოლო საუკეთესო დრო არის 300 წუთი. შესაბამისად არასახელმწიფო ენაზე განთავსებული გადაცემების ხანგრძლივობა გასცდა დასაშვებ საუკეთესო დროის 10%-ს. გარდა ამისა გადაცემებს არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები. შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ადგილი აქვს კომისიის N6 დადგენილების პირობების დარღვევას.

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 9 იანვარს, რის შესახებ კომპანიას  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება სხდომის თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე ასევე გაეგზავნა ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდს“.

კომისიის 2020 წლის 9 იანვრის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ   „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელი ბ.ფერაძე, რომელმაც განაცხადა, რომ პროდუსერებს მიეცათ გაფრთხილება ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ გადაცემაში არ გადაეჭარბებინა არასახელმწიფო ენაზე განთავსებული გადაცემის ნაწილს 30 წუთისთვის, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა შესრულებული, რაზედაც პროდუსერებმა მიიღეს გაფრთხილება. რაც შეეხება სუბტიტრებს, ვინაიდან გადაცემა მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში, ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფს მაუწყებელი სუბტიტრირებას.

II.        კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის    აუდიოვიზუალური    მედია    მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის N19-10-2574 26.12.2019 სამსახურებრივი ბარათი თანდართული შემოწმების დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერით;

2.   ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ (19.12.19 Nშ-19-6/4878) საჩივარი;

3.   ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ თაობაზე მონაცემები საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

4.  ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლის ბ.ფერაძის მიერ კომისიის 2020 წლის 9 იანვრის   კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტება;

III.       კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ   პირს   (მაუწყებლობის   სახე   -   ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 15.07.2015). შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;

2.   კომისიის  აპარატის  აუდიოვიზუალური  მედია  მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2019 წლის 26 ნოემბერს 22 საათსა და 28 წუთზე „ობიექტივის“ ეთერში გავიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „ყველას გასაგონად“ არასახელმწიფო ენაზე (რუსულ ენაზე). გადაცემას არ ჰქონდა სუბტიტრები სახელმწიფო ენაზე და მისი ხანგრძლივობა იყო 51 წუთი და 41 წამი. ასევე, 2019 წლის 17 დეკემბერს 22 საათსა და 29 წუთზე „ობიექტივის“ ეთერში გავიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „Неделя“ არასახელმწიფო ენაზე (რუსულ ენაზე). გადაცემას არ ჰქონდა სუბტიტრები სახელმწიფო ენაზე და მისი ხანგრძლივობა იყო 50 წუთი და 19 წამი;

3.   ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ბოლო ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  არც   ერთი  სახე ანალოგიური/მსგავსი სამართალდარღვევისთვის.

IV.       სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.   მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა,    ხოლო    მე-2    პუნქტის    თანახმად,    მაუწყებლის საქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

2.   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის   გადაწყვეტილების  შეუსრულებლობის,  აგრეთვე  ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების   დარღვევის   შემთხვევაში   კომისია  ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის  ან  პრევენციისათვის        ღონისძიებათა განსახორციელებლად;

3.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა  ტელემაუწყებელმა   სამაუწყებლო   ბადეში   პროგრამები საქართველოს   სახელმწიფო   ენაზე   უნდა   განათავსოს,   გარდა   საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა;

4.  „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3   პუნქტების თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი,    იმ    შემთხვევაში,    თუ    პროგრამას სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), გადაცემული პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, გარდა       ამ    მუხლის    მე-4    პუნქტის    „ბ“,    „დ“,    „ე“    და    „ვ“    ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ეთერში არასახელმწიფო    ენაზე    განთავსებული    გადაცემები    არ  განეკუთვნებიან „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებს (უცხოური ენის შემსწავლელი გადაცემა, მუსიკალური ნაწარმოები, ხმოვანი ბილიკის მეშვეობით არასახელმწიფო ენაზე გადაცემული პროგრამა, გადაცემაში უზრუნველყოფილი მიმდევრობითი თარგმანის თანხლებით გადაცემული გადაცემა).  შესაბამისად, სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროგრამის არასახელმწიფო ენაზე, სახელმწიფო ენის სუბტიტრების გარეშე განთავსებით, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტი და „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ბოლო ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე ანალოგიური/მსგავსი სამართალდარღვევისთვის, მაუწყებელს უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71- ე მუხლის პირველი პუნქტის, „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების  წესის  დამტკიცების  თაობაზე“  აქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის“  2016  წლის  31  ოქტომბრის  N6  დადგენილების  მე-3  მუხლის  მე-2  და  მე-3 პუნქტების,  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   ა(ა)იპ    „არასამეწარმეო    მედია-კავშირი    ობიექტივს“  მიეცეს  გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3   პუნქტების დარღვევის გამო;

2.   ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ უზრუნველყოს სამაუწყებლო ბადიდან არასახელმწიფო ენაზე კანონდარღვევით განთავსებული პროგრამების დაუყოვნებლივ ამოღება.

3.   დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   წინამდებარე   გადაწყვეტილების   ა(ა)იპ „არასამეწარმეო    მედია-კავშირი    ობიექტივისთვის“    დაუყოვნებლივ    გაგზავნა (ო.ვოტ);

4.    დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა (თ.ხუხუნაიშვილი);

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური     მედია     მომსახურებების     დეპარტამენტს    (ი. მახარაძე).

მერაბ ქათამაძე   კომისიის თავმჯდომარის მ.შ.

ელისო ასანიძე   წევრი

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები