საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2020 22:27
მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის N56 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის N56 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
ბ) შპს „დატაკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების გაუქმებისა და შპს „ტელეკომ 1“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შესახებ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000253) (მომხს. ლ.მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);
2. კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის N56 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №56 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 26 ნოემბერი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „მზერა ტივისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. შპს „დრიმლენდ ოაზისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „შატო ნიკუშასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. შპს „ვიონი საქართველოსთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. შპს „აითიესისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. შპს „ჯეონეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
10. ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 2020 წლის 24 სექტემბრის №გ-20-1/722 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
11. შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
12. შპს „დატაკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების გაუქმებისა და შპს„ტელეკომ 1“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
13. შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) წილის 100%-ის შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960), შპს „MAXNET“-ისა (ს/კ439393390) და შპს „YOURNET“-ს (ს/კ 438108398) და შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „niknet“-ის (ს/კ 406083508) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბარის რეგულირების დებარტამენტი);
14. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შესახებ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000253) (მომხს. ლ.მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);
15. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტი);
16. შპს „ორბი ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);
17. შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);
18. შპს „მთავარი არხის“ მიერ კანონმდებლობის დარღვევის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);
19. შპს „სისტემ ნეტის“, შპს „ახალი ქსელების“ აა შპს „ახტელის“ მიმართ შპს „მალტისოფტის“ საჩივრების განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი).
