წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 851

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2020 19:55

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის N55 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის N55 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №55 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                  2020 წლის 19 ნოემბერი, 15:00 საათი

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2020  წლის  N55 სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.  შპს  „სქაიტელეკომი-Skytelecom  LTD“-სთვისადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტი);

3.  შპს   „სქაი   სერვისი   -   Sky   Service”-სთვისადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტი);

4.  შპს „ვესტლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

5.  შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

6.  შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ლევან მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

7.  შპს „მთავარი არხის“ მიერ კანონმდებლობის დარღვევის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

8.  შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები