საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №44 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2020 11:06
მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №44 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 17 სექტემბრის N44 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2020 წლის 17 სექტემბრის N44 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს “Fixgroup”-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
2. კომისიის 2020 წლის 17 სექტემბრის N44 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №44 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 17 სექტემბერი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N44 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 5 მარტის № გ-20-7/276 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
3. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
4. შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
5. უცხოური საწარმოს ფილიალი „შლუმბერჟე რუსთაველი ქომფანი ლიმითედ (ფილიალი)- საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
6. შპს „ფიგენსოფთ ჯორჯიას“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
7. შპს “Fixgroup”-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
8. შპს„09.TECH“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 3 სექტემბრის №გ-20-20/677 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. ნინო შუბითიძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
10. შპს „დელტა კომმის“ მიერ გლობალური ინტერნეტის საბითუმო შესყიდვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ(მომხს. სანდრო ჭიჭინაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
11. შპს „მაგთიკომის“ მიერ გლობალური ინტერნეტის საბითუმო შესყიდვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. სანდრო ჭიჭინაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
12. „შპს „მაგთიკომის“ მიერ საცალო ტარიფების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. სანდრო ჭიჭინაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
13. შპს „მაგთიკომის“ მიერ საცალო ტარიფების ცვლილებაზე კომისიის წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. სანდრო ჭიჭინაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).
