წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 609

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2020 12:00

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში“კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 06 აგვისტოს N38 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2020 წლის 06 აგვისტოს N38 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 30 ივლისის №გ-20-1/601 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

ბ) შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

გ) ააიპ"მთის სათემო ქსელის" მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

2. კომისიის 2020 წლის 06 აგვისტოს N38 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის        ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№38 სხდომის დღის წესრიგი

 ქ. თბილისი                                                    2020 წლის 06 აგვისტო, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2.  სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

3. სს „რუსთავის აზოტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

4.  საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 30 ივლისის №გ-20-1/601 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

6.  შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7. ააიპ "მთის სათემო ქსელის" მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8. შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

9. შპს „მაგთიკომის“ მიერ საცალო ტარიფების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის   რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

10. სატარიფო პაკეტების ცვლილებების თაობაზე, შპს„მაგთიკომის“ მიერ    კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები