საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 599

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2020 17:00

მიღების თარიღი ივლისი 30, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 30 ივლისის N37 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2020 წლის 30 ივლისის N37 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №420/24 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

ბ) სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის  რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ჯგუფის უფროსი);

2. კომისიის 2020 წლის 30 ივლისის N37 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №37 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი 2020 წლის 30 ივლისი, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2. შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „მაგთიკომის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).

3. შპს „ალიანსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

4. შპს „გოტა 21“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

5. სს  „კოკა-კოლა  ბოთლერს  ჯორჯიასთვის“  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

6. შპს „ლონდონ+“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7. საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2013   წლის   28   ივნისის   №420/24 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8. სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

9. შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის 40%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის და 30%-ის გიორგი დალაქიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

10. კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ის (C92958 მალტა)  მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია “Prometheus Holdings (malta) Limited“-ის (C41770 მალტა) წილის 38.2353%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

11. შპს „სისტემნეტის“ (ს/კ 205267423) წილის 0,016%-ის ფიზიკურ პირ ილია ინჯიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

12. განცალკევებული  აღრიცხვის  ანგარიშის  წარმოდგენისათვის  განსხვავებული  ვადების  დადგენის თაობაზე (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

13. საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2020   წლის   28   მაისის   №გ-20-21/462 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. ნ.დევდარიანი - ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსი);

14. საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის    რადიოსიხშირული ზოლების  მინიჭების  შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ჯგუფის უფროსი).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები