საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2020 23:20
მიღების თარიღი მაისი 21, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 21 მაისის N24 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2020 წლის 21 მაისის N24 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს „საქაერონავიგაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
ბ) სს „ასია სოფტვეარის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
2. კომისიის 2020 წლის 21 მაისის N24 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№24 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 21 მაისი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);
2. შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. შპს ,,ბათუმი 777“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. სს „სილქნეტი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.სიჭინავა - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
6. შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
7. შპს „უდაბნოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
8. ინდ. მეწარმე „ალი აბუზაროვისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
9. შპს „ლა მაგისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
10. უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
11. შპს „ოპტიმუმისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
12. ინდ. მეწარმე „ლელა ყაჭეიშვილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
13. შპს „აჭარა ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
14. შპს „საქაერონავიგაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
15. სს „ასია სოფტვეარის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი).
