წვდომის მენიუ

შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-20-16 / 854

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2020 22:18

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2020

შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ შპს სატელეკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებაზე სატელეკომუნიკაციო კომპანიების შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ და შპს „სისტემ ნეტის“ მიერ უარის თქმის გამო  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისიას“) საჩივრებით მომართა (03.11.2020 №შ-20-6/5603, 03.11.2020 №შ-20-6/5601, 13.11 2020 Nშ-20-6/5771) შპს „მალტისოფტმა“.

ვინაიდან, ზემოაღნიშნული საჩივრების ავტორი ერთი და იგივე იურიდიული პირია - შპს„მალტისოფტი“, მოწინააღმდეგე მხარეები შპს „ახტელი“ და შპს „ახალი ქსელები“ და შპს„სისტემ ნეტი“ აფილირებული იურიდიული პირები არიან და აღნიშნულ კომპანიებს კომისიაში წარმოადგენენ ერთი და იგივე პირები, საჩივრების დავის საგანი, ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნები არის იდენტური, საქმის სრულყოფილად შესწავლისა და დავების  სწრაფად განხილვის მიზნით, ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად გაერთიანდა ზემოაღნიშნული საჩივრების განხილვა.

შპს „მალტისოფტის“, საჩივრების თანახმად, კომპანიამ მიმართა შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ მათ  სატელეკომუნიკაციო    ქსელის    შესაბამის    ელემენტებთან,    მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვების მოთხოვნით. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „მალტისოფტი“ შპს „სისტემ ნეტთან“ გადაამისამართა იმ საფუძვლით, რომ მათ ავტონომიური ქსელი არ გააჩნიათ და მომსახურებას უწევს შპს„სისტემ ნეტი“. შპს „სისტემ ნეტმა“ კი უარი განუცხადა „მალტისოფტს“ გაფართოებული ურთიერჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე, იმ საფუძვლით რომ შპს „ქართულ სატელეფონო    კომპანია“    ჯტს-ს    ,    რომელიც  მათი განმარტებით  წარმოადგენს „მალტისოფტის“ აფილირებულ კომპანიას გააჩნია დავალიანება „სისტემ ნეტის“ წინაშე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. შპს „მალტისოფტის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ მოცემული მუხლის მიზნებისთვის ურთიერთჩართვა განიმარტება ფართოდ და იგი არა მხოლოდ ხმოვან ურთიერთჩართვას, არამედ გაფართოებულ ურთიერთჩართვასაც მოიცავს. შესაბამისად, გაფართოებული ურთიერთჩართვა, ისევე როგორც ხმოვანი ურთიერთჩართვა, კანონით დადგენილი ვალდებულებაა, რომელიც ინტერნეტ    პროვაიდერებმა  უნდა      უზრუნველყონ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის   მე-3 პუნქტის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, შპს „მალტისოფტმა“, მომართა კომისიას დავის განხილვის მიზნით და მოითხოვა:

1.    დაეკისროთ    შპს

„ახალ    ქსელებს“,

და    შპს    „ახტელსა“    და    შპს    „სისტემ    ნეტს“

ადმინისტრაციული

პასუხისმგებლობა

შპს      „მალტისოფტისთვის“      გაფართოებული

ურთიერთჩართვის

უზრუნველყოფის

ვალდებულების        დარღვევისთვის,        რაც

გათვალისწინებულია „კანონის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით;

2. დაევალოთ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით „მალტისოფტის“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაშვება საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად და აღნიშნულთან დაკავშირებით „მალტისოფტთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება.

ზემოაღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით, კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 12 ნოემბერს, რომელიც გადაიდო ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით 2020 წლის 19 ნოემბრის სხდომისთვის. სხდომების გამართვის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს     და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

2020 წლის 17 ნოემბერს შპს „ახტელმა“ და შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიაში წარმოადგინეს მომსახურების ხელშეკრულებები გაფორმებული შპს „სისტემ ნეტთან“ და აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების ნიმუში.

2020 წლის 18 ნოემბერს შპს „სისტემ ნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილობითი (შ-20-6/5852) პოზიცია, რომლის თანახმად, შპს „სისტემ ნეტისთვის“ შპს „მალტისოფტის“ მიმართვიდან“ გასულია ორ თვეზე მეტი და შესაბამისად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდება ორთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ, რაც შეეხება დაშვების საკითხს შპს „სისტემ ნეტის“ განმარტებით, შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ არ გააჩნიათ ავტონომიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთჩართვის მომსახურებას, შესაბამისად, შპს „სისტემ ნეტი“ ვერ განახორციელებს შპს „მალტისოფტის“ დაშვებას ისეთ ქსელზე და ფუნქციონალურ რესურსებზე, რომელიც არ არსებობს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, დავის საგნის არარსებობის გამო.

კომისიის  2020 წლის 19 ნოემბრის მოსამზადებელ    სხდომაზე  გამოცხადდნენ    შპს „მალტისოფტის“ წარმომადგენლები: დ. ჯიქია, თ.ხარაზიშვილი, გ.სანებლიძე და შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელი ხ. ინჯია.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36- ე მუხლის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

ამდენად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალ ქსელებს“, შპს ახტელს“, შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის ურთიერთჩართვაზე/დაშვებაზე დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   177-ე   მუხლის   მე-4  ნაწილის   შესაბამისად,    კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ახალ ქსელებს“, შპს ახტელს“, შპს „სისტემ ნეტსა“  და შპს „მალტისოფტს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2020 წლის 26 ნოემბერს, 15:00 საათზე;

2. დავის განხილვის დღის შესახებ მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტი) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის  გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია)

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები