შპს „დატაკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების გაუქმებისა და შპს „ტელეკომ 1“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2020 22:46
მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2020
შპს „დატაკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების გაუქმებისა და შპს „ტელეკომ 1“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/5870, 19.11.2020) მიმართა შპს „დატაკომმა” და შპს „ტელეკომ 1“-მა, შპს „დატაკომის” სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N256, N257 და N258 უფლებების შპს „ტელეკომ 1”-ს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დატაკომი” კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის №744/24 გადაწყვეტილებით ფლობს:
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N256 უფლებას ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში 1000 სააბონენტო ნომერზე.
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N257 უფლებას ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში 1000 სააბონენტო ნომერზე.
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N258 უფლებას VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1000 სააბონენტო ნომერზე.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნუმერაციის რესურსის მფლობელი და რესურსის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომ 1” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;
WiFi;
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება.
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.
B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand):
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ხორციელდება - გეოგრაფიული ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე; ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.დ) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო¬ბების იდენტიფიცირებისათვის უფლება გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს -1 სააბონენტო ნომერზე;
კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ტელეკომ 1“-ს და შპს „დატაკომის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომ 1“-ს და შპს „დატაკომის“ მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს„ტელეკომ 1“-ს და შპს „დატაკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია ერთობლივი განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და შპს „ტელეკომ 1“-ს მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის - 300 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „დატაკომი“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსებზე ფლობს აქტიურ აბონენტებს, რომლებიც წინასწარ ინფორმირებული არიან მომსახურების მიმწოდებლის ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის დამდასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2020 წლის 20 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის№შ-20-7/5986) და 24 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/5934).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს დატაკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N256, N257 და N258 უფლებები და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის №744/24 გადაწყვეტილება;
2. მიენიჭოს შპს „ტელეკომ 1“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №558 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 281 0000-281 0999, სულ 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;
გ) უფლების მოქმედების ვადა: 2020 წლის 3 დეკემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
3. მიენიჭოს შპს „ტელეკომ 1“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №559 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 310 000-310 999, სულ 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ქუთაისი;
გ) უფლების მოქმედების ვადა: 2020 წლის 3 დეკემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
4. მიენიჭოს შპს „ტელეკომ 1“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №560 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 706555000-706555999, სულ 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერი VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) უფლების მოქმედების ვადა: 2020 წლის 3 დეკემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. ეცნობოს შპს „ტელეკომ 1“-ს, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;
8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომ 1“-სთვის და შპს „დატაკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ტელეკომ 1“- სთვის და შპს „დატაკომისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
