წვდომის მენიუ

შპს „ჯეონეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-15 / 856

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2020 22:03

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2020

შპს „ჯეონეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებებით  მიმართა  შპს  „ჯეონეთმა“  (კომისიაში  რეგისტრაციის   №შ-20-7/5825,

17/11/2020 და №შ-20-7/5822, 17/11/2020) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად

30 ნომრიან ბლოკზე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭებასთან დაკავშირებით.

შპს „ჯეონეთი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.  ადგილობრივი  დაშვების  (სადენიანი)  ქსელითა  და/ან (სადენიანი)  ქსელის  ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული     საკომუნიკაციო    საშუალებების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური     საკომუტაციო    საშუალებების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7    ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

 

 

oomoaos B0aoo:Jc:Tm., a0a<o.

0111�111man1., a. 5011a, monc:Tnun, 0144


+995 32 292 16 67

+995 32 292 16 25

 

 

 

 

B.F.1.  ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემის  აბონენტების   სატელეფონო   ხმოვანი  კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

B.F.3 მონაცემთა გადაცემა:

მონაცემთა გადაცემა.

B.F.5 სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება;

B.M.2   მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების   გაფართოებული       მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის     და    მე-8    მუხლის    ლ)    ქვეპუნქტის    შესაბამისად, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებზე უფლება გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ტექსტური/ მულტიმედიური შეტყობინების ნომერზე შეადგენს  - 5 ლარს.

კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ჯეონეთის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის

2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს

„ჯეონეთის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ  შპს „ჯეონეთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის 150 ლარის (5 ლარი - 1 სააბონენტო ნომერზე)  კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს   შპს   „ჯეონეთს“   ნუმერაციის   რესურსით   სარგებლობის   №   N555   უფლება    და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 92020-92029 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების   ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2020 წლის 26 ნოემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ)  უფლების  მფლობელი  ვალდებულია  წინამდებარე  გადაწყვეტილების  პირველი  პუნქტის  ა) ქვეპუნქტით   გათვალისწინებული   ნუმერაციის   რესურსი   გასცეს   მხოლოდ   ისეთ   აბონენტზე,

 

რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (სტანდარტული ტარიფით) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. მიენიჭოს შპს „ჯეონეთს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N556 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 92000-92019 (სულ ოცი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების   ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2020 წლის 26 ნოემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც           აღნიშნულ     ნუმერაციის     რესურსს     გამოიყენებს     ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების          (სტანდარტული   ტარიფით)   ნომრებით   არასატელეკომუნიკაციო   სერვისის მისაწოდებლად;

ე) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. ეცნობოს შპს „ჯეონეთს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეონეთისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი:    ქ.თბილისი,    დავით    აღმაშენებლის    ხეივანი    №64)    შპს

„ჯეონეთისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კახი ბექაური

 

 

 

თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე

 

 

წევრი

 

ელისო ასანიძე

 

 

 

წევრი

 

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები