წვდომის მენიუ

შპს „ეფემ ინტეგრაციასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-15 / 580

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2020 12:57

მიღების თარიღი ივლისი 23, 2020

შპს „ეფემ ინტეგრაციასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ეფემ ინტეგრაციამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №(შ-20-7/3680, 15.07.2020) ქ. თბილისში 10 000 სააბონენტო ნომერზე ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ეფემ ინტეგრაცია“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7  ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელის   ელემენტების   გაფართოებული  რესურსებით უზრუნველყოფა:

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური   რესურესებითა   და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1.  ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემის  აბონენტების   სატელეფონო  ხმოვანი  კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

B.M.1   მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების   სატელეფონო  (ხმოვანი)   კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ხორციელდება - გეოგრაფიული  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ეფემ ინტეგრაციის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა  კომისიის 2012  წლის  21    თებერვლის    №2    დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „ეფემ ინტეგრაციის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს „ეფემ ინტეგრაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რესურსით სარგებლობის საფასურის - 1000 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს  „ეფემ  ინტეგრაციას“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  №543  უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 322870000-322879999, სულ 10000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ)გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2020 წლის 23 ივლისიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ)უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. ეცნობოს  შპს  „ეფემ  ინტეგრაციას“,  რომ  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის უფლების განახლება  ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ)გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ეფემ ინტეგრაციასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ეფემ ინტეგრაციასთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე   დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები