წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-13 / 600

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2020 12:01

მიღების თარიღი ივლისი 30, 2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული  სისტემების  დეპარტამენტმა  კომისიას  მიმართა  განცხადებით (№0411,28.07.20) რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით (№გ-19-13/466, 05.08.19) მინიჭებული სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.

გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა კომისიაში შემოვიდა 2020 წლის 29 ივლისს, ხოლო კომისიის №გ-19-13 / 466 გადაწყვეტილებას მოქმედების ვადა ეწურება ამა წლის 5 აგვისტოს, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების საკითხი დამატებით საკითხად შევიდა 2020 წლის 30 ივლისის კომისიის №37 სხდომის დღის წესრიგის პროექტში ა/წ 29 ივლისს და მისი განხილვა დაინიშნა ა/წ 30 ივლისს 15 საათზე.

,,მაუწყებლობის   შესახებ“  საქართველოს   კანონის   მე-7   მუხლის   მე-6  პუნქტის,„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის 274-ე მუხლის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის, სიხშირეები, თანდართული  ჩამონათვალის მიხედვით, 2020 წლის 5 აგვისტოდან ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული            რადიოსიხშირული  ზოლები  კომისიის  საიდუმლო  დოკუმენტაციის  სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს    თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უროსსს (ნ. ასპანიძე);

ელისო ასანიძე          წევრი

მერაბ ქათამაძე          წევრი

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები