წვდომის მენიუ

სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: გ-20-12 / 783

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2020 14:43

მიღების თარიღი ოქტომბერი 08, 2020

სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ“ (ს/კ205339141) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5208, 05.10.2020) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი არის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი). მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაშია შესაძლებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდეს ავტორიზებული პირი მისთვის საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ მიერ კომისიაში     წარმოდგენილია     კომისიის     2005 წლის 17 ივნისის №408/21     გადაწყვეტილებით დამტკიცებული ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ფორმა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების ასლი, სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ, საიდენტიფიკაციო კოდის და რეგისტრაციის თარიღის მითითებით; საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანება (№169, 21.062017) კ. კობიძის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ უფროსად დანიშვნის შესახებ.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეუსაბამობაში მოდის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტთან კერძოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებაში არ არის განსაზღვრული რაიმე უფლებამოსილება, რომლის განსახორციელებლად სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო“ უნდა გახდეს ავტორიზებული პირი ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში.  შესაბამისად  კომისია  ვერ  დააკმაყოფილებს  სსიპ

 

 

oomoaos B0aoo:Jc:Tm., a0a<o.

0111�111man1., a. 5011a, monc:Tnun, 0144


+995 32 292 16 67

+995 32 292 16 25

 

 

 

 

„საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ მოთხოვნას ავტორიზაციის გავლის თაობაზე და ვერ განახორციელებს მის რეგისტრაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის, მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე,

95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.    უარი    ეთქვას    სსიპ    „საქართველოს    ოპერატიულ-ტექნიკურ    სააგენტოს“    (ს/კ205339141)

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge)

გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ ჩაბარების დღიდან.

4.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ    კოლეგიაში    (ქ.    თბილისი,    დავით    აღმაშენებლის    ხეივანი    N64)    სსიპ

„საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

 

 

 

წევრი

 

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები