წვდომის მენიუ

ფიზიკურ პირის ოთარ გარდაფხაძის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-12 / 551

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2020 12:56

მიღების თარიღი ივლისი 09, 2020

ფიზიკურ პირის ოთარ გარდაფხაძის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ფიზიკურმა პირმა ოთარ გარდაფხაძემ (პ/ნ 22001023469) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-9/3182, 19.06.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, ფიზიკური პირი ოთარ გარდაფხაძე ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა)მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ)მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (საგანმანათლებლო)                      ტელემაუწყებლობა;          

დ)მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)ინტერნეტი (საქართველო);

ზ)მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

თ)მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „ტვ ბაზისი”.

კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირის ოთარ გარდაფხაძის მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. განცხადება;

2. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

3. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია              დაფინანსების წყაროების შესახებ;

4. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

5. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის          მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 19 ივნისს ოთარ გარდაფხაძის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა)განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, კერძოდ კონცეფცია არ შეიცავდა პროგრამულ მიმართულებებს და მათ მოკლე აღწერილობას;

ბ)არასრულყოფილად იყო შევსებული ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია (არ იყო მითითებული ოჯახის წევრების მონაცემები, ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ა.შ ....).

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-20-03/2064, 26.06.2020წ.).

ფიზიკურმა პირმა ოთარ გარდაფხაძემ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2020 წლის 02 ივლისს (№შ-20-6/3440). თუმცა დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტებში ფიქსირდება შემდეგი ხარვეზი, კერძოდ წარმოდგენილი განმარტების თანახმად ოთარ გარდაფხაძე არ არის დაოჯახებული და არ ჰყავს მასთან მუდმივად მცხოვრები პირები. შესაბამისად ოთარ გარდაფხაძეს არ შეუვსია ქონებრივ დეკლარაციაში დედის და მამის მონაცემები.

კომისიის 2020 წლის 9 ივლისის სხდომას ესწრებოდა ფიზიკური პირი ოთარ გარდაფხაძე, რომელმაც ქონებრივი დეკლარაციის ფორმასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რადგან დამოუკიდებლად ცხოვრობს და მუდმივად მასთან მცხოვრები პირი არ ჰყავს (მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, თავად კი დაოჯახებული არ არის), ჩათვალა, რომ არ იქნებოდა საჭირო ქონებრივ დეკლარაციაში მშობლების მონაცემების მითითება.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ტერმინთა განმარტებაში არის ოჯახის წევრის   განმარტება, რომელიც ბლანკეტურად უთითებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის   „ვ“ ქვეპუნქტზე, რომელშიც ოჯახის წევრია დედა, მამა, მეუღლე და შვილები. ეს არ არის დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებასთან, რომელიც ერთად მცხოვრებ პირებს განსაზღვრავს. წარმოდგენილი ნორმა ითვალისწინებს, რომ მშობლები ითვლებიან ოჯახის წევრებად მიუხედავად იმისა, პირთან ცხოვრობენ თუ არა. შესაბამისად ოთარ გარდაფხაძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას გააჩნია ხარვეზი. ოთარ გარდაფხაძეს კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად არ წარმოუდგენია საავტორიზაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უარი ეთქვას ფიზიკურ პირ ოთარ გარდაფხაძეს (პ/ნ 22001023469) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;

2. განემარტოს ფიზიკურ პირ ოთარ გარდაფხაძეს (პ/ნ 22001023469), რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს  პირს  უფლებას, განმეორებით  მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ფიზიკური პირი ოთარ გარდაფხაძისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ფიზიკური პირი ოთარ გარდაფხაძისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

მერაბ ქათამაძე    თავმჯდომარე - მ.შ.

ელისო ასანიძე    წევრი

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები