წვდომის მენიუ

სს „სილქნეტი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებადცნობის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-20-12 / 452

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2020 18:12

მიღების თარიღი მაისი 21, 2020

  სს „სილქნეტი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებადცნობის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ 2020 წლის 29 აპრილს სს „სილქნეტმა“    წერილით №2175/05-8    (კომისიაში რეგისტრაციის შ-20-6/2243) მიმართა კომისიას, ამავე წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს სხვადასხვა ჭრილში, გარკვეული პერიოდის ინფორმაციას ფიქსირებული და მობილური მომსახურებების შესახებ.

2020 წლის 4 მაისს კომისიამ სს „სილქნეტს“ მიმართა წერილით (Nგ-20-05/1497), რომლითაც მოითხოვა, დაზუსტება იმისა, თუ რომელი მონაცემების ცნობას მოითხოვდნენ კომერციულ საიდუმლოებად, რა ჭრილებში და ასევე, დაესაბუთებინათ, თუ რატომ იყო კომერციული საიდუმლოების შემცველი თითოეული მათგანი. კომისიას სს „სილქნეტისგან“ აღნიშნულ წერილზე პასუხი განსაზღვრულ ვადაში არ მიუღია.

სს „სილქნეტი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 21 მაისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სს „სილქნეტს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-20-05/1645, 19.05.2020), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2020 წლის 19 მაისს. 2020 წლის 19 მაისს კომისიაში შემოვიდა სს „სილქნეტის“ წარმომადგნლის ნინო ნიჟარაძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაიის №შ-20-6/2615, 19.05.2020), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია აღარ ითხოვს 2020 წლის  29 აპრილის N2175/05-8 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას და კომისიას მიმართავს თხოვნით შეწყდეს აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ 2020 წლის 29 აპრილის №2175/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/2243) წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. განუხილველად დარჩეს სს „სილქნეტის“ 2020 წლის 29 აპრილის განცხადება კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე     და შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების  სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ  გაგზავნა  და  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები