წვდომის მენიუ

კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ის (C92958 მალტა) მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია “Prometheus Holdings (malta) Limited“-ის (C41770 მალტა) წილის 38.2353%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-11 / 604

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2020 23:45

მიღების თარიღი ივლისი 30, 2020

კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ის (C92958 მალტა) მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია “Prometheus Holdings (malta) Limited“-ის (C41770 მალტა) წილის 38.2353%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2020 წლის 21 ივლისს №შ-20-6/3752 წერილით მიმართა სს “სილქნეტმა“, კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ის მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი   მესაკუთრე   კომპანია   “Prometheus   Holdings   (malta)   Limited“-ის   წილის38.2353%-ის შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

სს „სილქნეტი“ თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ი, რომლის 100%-იანი ბენეფიციარი მესაკუთრე არის ყაზახეთის მოქალაქე ერკინ ტატიშევი, გეგმავს კომპანია “Prometheus Holdings (malta) Limited-ის 38.2353%-ის შესყიდვას, რის შედეგადაც “სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის” (რომელიც თავის მხრივ არის შპს “სილქნეტ ჰოლდინგის” 95% წილის მფლობელი პარტნიორი) 38.2353% ბენეფიციარ მესაკუთრე გახდება ერკინ ტატიშევი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,   კომისია   უფლებამოსილია   შერწყმის   ან  შეძენის  თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის  შესაბამის  სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით     მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის წერილით (Nგ-19-16/2399 05.08.2019) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს განემარტათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისათვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისაგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ.

სს„სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერისა და სს„სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი პარტნიორთა სადამფუძნებლო დოკუმენტების თანახმად:

სს “სილქნეტის“ (ს/კ 204566978) აქციების 100%-ის მფლობელია შპს „სილქნეტ ჰოლდინგი“ (ს/კ 404569285).

შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ 404569285) წილის 95%-ის მფლობელია რეზიდენტი იურიდიული პირი შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ (ს/კ 404579354, საქართველო), ხოლო 5%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედი“ C48790 (მალტა).

“რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ C48790 (მალტა) აქციების 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი  დავით მამულაიშვილი;

შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“-ის (ს/კ 404579354) წილის 100%-ს ფლობს არარეზიდენტი იურიდიული პირი „კომოდონ ჰოლდინგ ლიმიტედ“  C39335 (მალტა);

„კომოდონ  ჰოლდინგ  ლიმიტედის“  (მალტა)  C39335  აქციების 100%-ის მფლობელია „პრომეთეუს ჰოლდინგ ლიმიტედ“ C41521 (მალტა);

„პრომეთეუს  ჰოლდინგს  ლიმიტედის“ C41770  (მალტა)  აქციების  100%-ის მფლობელია „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ C41521 (მალტა);

„სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ C41521 (მალტა) აქციათა 61,9%-ს ფლობს ფიზიკური პირი გიორგი რამიშვილი, 28,58%-ს ფიზიკური პირი ალექსი თოფურია, 9,52%-ს ფიზიკური პირი დავით ბორგერი.

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, Topaz Investments (Malta) Limited“-ის (C92958) 100%-ის მფლობელია შპს „პარტომატა“ (ს/კ 404580271, საქართველო), შპს „პარტომატას“ (ს/კ 404580271) წილის 100%-ის მფლობელია კომპანია „BREITENBERG PTE.“ LTD (201840787E) (სინგაპური), რომლის აქციების 100%-ს ფლობს ყაზახეთის მოქალაქე ერკინ ტატიშევი. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, ყაზახეთის მოქალაქე ერკინ ტატიშევი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის.

ზემოაღნიშნული ტრანზაქციის  განხორციელების  შემთხვევაში  სს  „სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების წილები იქნება შემდეგი:

გიორგი რამიშვილი - 36.3235%;

ერკინ ტატიშევი - 36.3235%;

ალექს თოფურია - 16.7647%;

დევიდ ფრანც ბორგერი - 5.5883%;

დავით მამულაიშვილი - 5.0000%.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ის მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია “Prometheus Holdings (malta) Limited“-ის წილის 38.2353%-ის შესაძლო შეძენის განხორციელებამდე და განხორციელების შემდეგ, სს „სილქნეტის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება.

შესაბამისად, კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ის მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი   მესაკუთრე   კომპანია “Prometheus   Holdings   (malta)   Limited“-ის წილის 38.2353%-ის შეძენა, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისია აღნიშნავს, რომ შემდგომშიც, სს „სილქნეტის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, სს „სილქნეტმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   მიეცეს თანხმობა სს „სილქნეტს“, კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ის მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია “Prometheus Holdings (malta) Limited“-ის წილის 38.2353%-ის  შეძენაზე.

2.   განემარტოს  სს  “სილქნეტს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ის მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია “Prometheus Holdings (malta) Limited“-ის წილის 38.2353%-ის შეძენის შემთხვევაში, სს “სილქნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);

4.   გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  სს„სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64), სს „სილქნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები