შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-1 / 786

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2020 12:27

მიღების თარიღი ოქტომბერი 08, 2020

შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზმა“ (ს/ნ 204446867) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5073, 28.09.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს„მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ)მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული,აზერბაიჯანული, სომხური, აფხაზური, ოსური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის  შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი); ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2021 წლის 15 იანვრამდე;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება„GT TV”.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2.   შპს   „მედია-ჰოლდინგი   ჯორჯიან   თაიმზის“   ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

6. აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

8. შპს „სტერეო+“-ის წერილი შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371  მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა)ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა  შპს „მედია- ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371  მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ დირექტორია კახა მასხარაშვილი (პ/ნ 01017000702), ხოლო 100%-იანი  წილის მფლობელია მალხაზ გულაშვილი (პ/ნ01026002603). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს,      ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას,    პოლიტიკური    პარტიის    თანამდებობის    პირს;    ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების, ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ დირექტორის კახა მასხარაშვილის (პ/ნ 01017000702) და 100%-იანი  წილის მფლობელის მალხაზ გულაშვილის (პ/ნ 01026002603), მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად კახა მასხარაშვილის და მალხაზ გულაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ- გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად კახა მასხარაშვილის და მალხაზ გულაშვილის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზეც არ იძებნება.

კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“, მისი დირექტორის კახა მასხარაშვილის (პ/ნ 01017000702) და 100%-იანი წილის მფლობელის მალხაზ გულაშვილის (პ/ნ01026002603) აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივ    სალიცენზიო    რეესტრის    მონაცემებით  კახა მასხარაშვილი წარმოადგენს შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ (ს/ნ 401993820) დირექტორს, ხოლო მალხაზ გულაშვილი წარმოადგენს შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ (ს/ნ 401993820) 100%-იანი წილის მფლობელს და შპს „ხარისხის არხის“ 35%-იანი წილის მფლობელს. შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B176 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საერთო რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში, სიხშირეზე FM 92.3 მჰც, ხოლო შპს „ხარისხის არხი“ ფლობს კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ავტორიზაციას. არხი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობას ახორციელებს ბათუმის, წალენჯიხის, სენაკის, ზუგდიდის, რუსთავის და მარნეულის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმების საშუალებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 8 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „მედია- ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ დირექტორი კახა მასხარაშვილი. მან სხდომაზე საკუთარი პასუხისმგებლობით  დაადასტურა,  რომ  შპს  „მედია-ჰოლდინგი  ჯორჯიან  თაიმზი“  და  მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ შპს „მედია- ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“ არ ფლობს ლიცენზიას ან ავტორიზაციას მაუწყებლობის სფეროში.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს„მედია-ჰოლდინგი   ჯორჯიან   თაიმზის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი   მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“ (ს/ნ 204446867) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ)  მაუწყებლობის  ენა/ენები:  ქართული,  ინგლისური,  რუსული, აზერბაიჯანული,  სომხური, აფხაზური, ოსური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის  გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის   შესაბამისად  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი); ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2021 წლის 15 იანვრამდე;

2. შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ ავტორიზაციის თარიღია: 08.10.2020, 15:23 საათი.

3. შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

4.  დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის  ავტორიზაციისა    და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა)  აღნიშნული     გადაწყვეტილების დამოწმებული   ასლის  შპს    „მედია-ჰოლდინგი    ჯორჯიან თაიმზისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული  გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები