ფიზიკურ პირის მარიამ გოგეშვილის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2020 12:04
მიღების თარიღი ივლისი 09, 2020
ფიზიკურ პირის მარიამ გოგეშვილის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ფიზიკურმა პირმა მარიამ გოგეშვილმა (პ/ნ 61001087028) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/3237, 23.06.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, ფიზიკური პირი მარიამ გოგეშვილი ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა)მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ)მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ)მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მოდა/თავის მოვლა/კულინარია) ტელემაუწყებლობა;
დ)მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ზ)მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
თ)მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის პირველ ნოემბრამდე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „ბლოგერ TV”.
კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირი მარიამ გოგეშვილის მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. განცხადება;
2. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
3. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
4. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
5. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 23 ივნისს მარიამ გოგეშვილის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი, ასევე ხარვეზით იყო წარმოდგენილი:
ა)განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ არ იყო მითითებული თუ რა პერიოდზეა გაწერილი გეგმა;
ბ)არასრულყოფილად იყო შევსებული ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია (არ იყო მითითებული ოჯახის წევრების მონაცემები, ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ა.შ ....).
კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-20-03/2061, 26.06.2020წ.). ფიზიკურმა პირმა მარიამ გოგეშვილმა ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2020 წლის 02 ივლისს (№შ-20-6/3427).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა)ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ)ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ)ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე)ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ფიზიკური პირი მარიამ გოგეშვილის მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ, წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ფიზიკური პირი მარიამ გოგეშვილი ადასტურებს, რომ იგი არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების, ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა ფიზიკური პირი მარიამ გოგეშვილის (პ/ნ 61001087028), მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად მარიამ გოგეშვილის (პ/ნ 61001087028) მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ- გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge, გადამოწმების შედეგად მარიამ გოგეშვილის (პ/ნ 61001087028) მონაცემები მითითებულ ვებ- გვერდზეც არ იძებნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა მარიამ გოგეშვილის (პ/ნ 61001087028) აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით მარიამ გოგეშვილის (პ/ნ 61001087028) აფილირება ლიცენზიის ან ავტორიზაციის მფლობელ სხვა პირებთან არ ფიქსირდება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 9 ივლისის სხდომას ესწრებოდა ფიზიკური პირი მარიამ გოგეშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ასევე პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ფიზიკური პირი მარიამ გოგეშვილის მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ფიზიკური პირი მარიამ გოგეშვილი (პ/ნ 61001087028), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ)მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მოდა/თავის მოვლა/კულინარია) ტელემაუწყებლობა;
დ)მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ზ)მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
თ)მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის პირველ ნოემბრამდე;
2. ფიზიკური პირი მარიამ გოგეშვილი ვალდებულია:
ა)დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ)დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ)იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა)სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ფიზიკური პირი მარიამ გოგეშვილისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ფიზიკური პირი მარიამ გოგეშვილისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
