5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2019 18:57
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2019
5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
2019 წლის 12 დეკემბერს გამართული სხდომის ფარგლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებული იყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის“ დამტკიცების მიზნით.
აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებით კომისია მიზნად ისახავს 2020 წლის პირველ ნახევარში უზრუნველყოს მობილური ფართოზოლოვანი მომსახურებისათვის განკუთვნილი სიხშირული რესურსის ხელმისაწვდომობა, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს ქვეყანაში განავითარონ და დანერგონ ახალი თაობის (5G) მომსახურებები.
აღნიშნული საკითხის განხილვას ესწრებოდნენ მობილური ოპერატორების წარმომადგენლებიც. მათი მხრიდან დოკუმენტის შინაარსზე შენიშვნები არ ყოფილა გამოთქმული.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI, VII და IX თავების შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს „5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგია“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი