წვდომის მენიუ

შპს „კატევე 1“-ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 707

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2020 11:13

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2019

შპს „კატევე 1“-ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან  გათავისუფლების თაობაზე 

I.    საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის (შემდგომში „კომისია“) ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის N19-10-2425   12.12.2019 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „კატევე 1“- ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2019 წლის 30 ოქტომბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N16/116934) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის შპს „კატევე 1“-ს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენიათ 2018 წლის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აუდირებული ფინანსური ანგარიშგება.

კომისიამ  შპს „კატევე 1“-ს  წერილობით (Nგ-19-01/3375 14.11.2019) აცნობა, რომ 2019 წლის 18 ნოემბრამდე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მიმართავდა კანონმდებლობით განსაზღვრულ  ზომებს.

შპს „კატევე 1“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 19 დეკემბრის კომისიის სხდომაზე. შპს „კატევე 1“-ს გაეგზავნა   შეტყობინება   და   განემარტა   საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2019 წლის 18 დეკემბერს შპს „კატევე 1“-მა კომისიას წერილობით (შ-19-6/4856) აცნობა, რომ კომპანიამ შეასრულა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2018 წლის შესაბამისი ანგარიშგების დოკუმენტი წარდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში. აღნიშნული ინფორმაციის სისწორე დადასტურებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის (18.12.2019  შ-19-6/4870) წერილით.

2019 წლის 19 დეკემბრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „კატევე 1“-ს წარმომადგენელი, თუმცა კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/3943 17.12.2019) კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის შესახებ   შპს „კატევე 1“-ს ჩაბარდა 2019 წლის 17 დეკემბერს. ამასთან, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამდენად, კომისიამ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „კატევე 1“-ის  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.  კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები;

1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის N19-10-2425 12.12.2019 მოხსენებითი ბარათი.

2. ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგებისა   და   აუდიტის   ზედამხედველობის სამსახურის წერილი (Nგ-19-01/3376  14.11.2019);

3.   კომისიის წერილი (N გ-19-01/3375  14.11.2019) შპს „კატევე 1“-ს;

4.   შპს „კატევე 1“-ის 2-19 წლის 18 დეკემბრის (შ-19-6/4856) წერილი;

5.  ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგებისა   და   აუდიტის   ზედამხედველობის (18.12.2019  შ-19-6/4870) წერილი.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს  „კატევე  1“  წარმოადგენს  მაუწყებლობის  სფეროში  კომისიის  მიერ ავტორიზებულ პირებს;

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ   კომისიისთვის   მოწოდებული   ინფორმაციის   შესაბამისად, შემოსავლების   სამსახურის   ბაზის   მიხედვით,    შპს   “კატევე   1“  წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ III კატეგორიის საწარმოს;

3.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „კატევე 1“   ვალდებულია  ამ კანონით    დადგენილი     ფინანსური     ანგარიშგება,     დაუყოვნებლივ,     მაგრამ არაუგვიანეს   საანგარიშგებო    პერიოდის    მომდევნო    წლის    1    ოქტომბრისა, წარუდგინოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;

4.   ბუღალტრული    აღრიცხვის,    ანგარიშგების    და    აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით,  შპს „კატევე 1“-ს 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე არ შეუსრულებია კანონით დაკისრებული ვალდებულება, თუმცა წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კომპანიას წარდგენილი აქვს 2018 წლის   „ბუღალტრული    აღრიცხვის,    ანგარიშგების    და    აუდიტის    შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტი, კერძოდ დოკუმენტი წარდგენილია 2019 წლის 18 დეკემბერს და გასაჯაროვებულია  აღნიშნული სამსახურის ვებ პორტალზე.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.   „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა  არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული  პირისა)  ვალდებულია   მისთვის   ამ  კანონით დადგენილი   ფინანსური    ანგარიშგება    (მათ    შორის,     კონსოლიდირებული ანგარიშგება),   მმართველობის   ანგარიშგება   (მათ   შორის,   კონსოლიდირებული ანგარიშგება),  სახელმწიფოს  მიმართ  განხორციელებული   გადახდების  შესახებ ანგარიშგება  და  ამ  კანონით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში  აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ  არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,   წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;

2.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო         ორგანოს          მიერ          გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს           შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო;

3.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების       დაწყების      საფუძველია      ამ      კანონით      გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა.    ამ    შემთხვევაში    უფლებამოსილი    პირი აღნიშნული                   საქმის      განხილვის      შედეგებზე      დაყრდნობით      გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის          გამოვლენისას     ინდივიდუალურ     ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს „კატევე 1“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2018 წლის ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე  მუხლის  შესაბამისად   სანქცირების  საფუძველია.  გამომდინარე  იქიდან,  რომ  შპს „კატევე 1“-მა კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ წარადგინა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კატევე 1“ ცნობილი უნდა იქნას სამართალდამრღვევად და უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღმოფხვრა სამართალდარღვევა.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე   ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული ოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. შპს „კატევე 1“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

2.   შპს „კატევე 1“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3.   დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კატევე 1“-სთვის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის   გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს         „კატევე   1“-ის   სამართალდამრღვევად   ცნობისა   და   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან    გათავისუფლების    თაობაზე    ინფორმაციის    კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.   გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „კატევე 1“-სთვის ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი:    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „კატევე 1“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4  პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები