წვდომის მენიუ

შპს „დისქავერი ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 684

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2019 18:03

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2019

შპს „დისქავერი ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.           აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-2026, 16.10.2019) და სამსახურებრივი ბარათიდან (N19-10-2215, 15.11.2019) ირკვევა, რომ შპს „დისქავერი ჯორჯიას“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა).

კომისიის  აპარატის  სამართლებრივი  დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათის  (N19-10-2236,20.11.2019) პასუხად, კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის   სამსახურებრივი   ბარათიდან   (N19-10-2315;   28.11.2019)   ირკვევა, რომ შპს „დისქავერი ჯორჯიას“ არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები 2019 წლის ივნისიდან.

კომისიის  აპარატის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  მოხსენებითი  ბარათისა (N19-10-2026, 16.10.2019) და სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2215, 15.11.2019), ასევე ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2315; 28.11.2019) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2019 წლის 29 ნოემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დისქავერი ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 5 დეკემბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „დისქავერი ჯორჯიას“ გაეგზავნა შეტყობინება (გ-19-03/3780; 29/11/2019) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების   გამოთხოვის   უფლება.   შეტყობინება   ადმინისტრაციული   წარმოების   შესახებ   შპს „დისქავერი ჯორჯიას“ ჩაბარდა 2019 წლის 2 დეკემბერს.

კომისიის 2019 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე შპს „დისქავერი ჯორჯიას“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა, შესაბაისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 12 დეკემბერს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „დისქავერი ჯორჯიას“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-19-03/3843, 06/12/2019), რომელიც ასევე გაეგზავნა შპს „დისქავერი ჯორჯიას“ 2019 წლის 6 დეკემბერს, მის მიერ კომისიისთვის მიწოდებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „დისქავერი ჯორჯიას“ წარმომადგენელი. ვინაიდან, შპს „დისქავერი ჯორჯიასთვის“ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი ცნობილი იყო კომპანიისთვის, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან  დაკავშირებით  და კომისიამ  მიზანშეწონილად  მიიჩნია  საკითხის  განხილვა  შპს „დისქავერი ჯორჯიას“ დაუსწრებლად.

 II. წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.     კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციის   საფინანსო-საბიუჯეტო   სამსახურის   მოხსენებითი ბარათი (N19-10-2026, 16.10.2019) და სამსახურებრივი ბარათი (N19-10-2215, 15.11.2019);

2.  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19-10-2236, 20.11.2019);

3. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (N19-10-2315; 28.11.2019);

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება;

5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება N12;

6. ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (   არაკომერციული)   იურიდიული  პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „დისქავერი ჯორჯიას“ შესახებ;

7. კომისიის შეტყობინება (გ-19-03/3780; 29/11/2019) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01007010257);

8. კომისიის შეტყობინება  (N გ-19-03/3843, 06/12/2019) და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01007010307), ასევე, კომპანიის კომისიის სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით შეტყობინება გაეგზავნა მის მიერ კომისიისთვის მიწოდებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

 III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს   „დისქავერი   ჯორჯია“ 2016 წლის 21 ივლისისდან   არის  მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი (მაუწყებლო სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;  მაუწყებლობის  ქვესახეობა:სპეციალიზირებული  მაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 21/07/2016);

2.     საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2011   წლის   25   მარტის   N144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, მაუწყებლობის  სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებს და ავტორიზებულ მაუწყებლებს დაევალათ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების    შევსება    და    კომისიაში    წარმოდგენა    ამავე გადაწყვეტილების დადგენილი პერიოდულობით.

3.     კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის                შესახებ“    N12    დადგენილების    მე-6    პუნქტის    შესაბამისად,    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.    ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, შპს „დისქავერი ჯორჯიას“ არ წარმოუდგენია

2019   წლის   ივლისის,   აგვისტოს   და   სექტემბრის   თვეების   რეგულირების   საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა;

5.     ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შპს „დისქავერი ჯორჯიას“ 2019 წლის ივნისიდან არ შეუვსია და კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

6.     ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მიმართ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიის    ფუნქციას    წარმოადგენს    მაუწყებლობის  სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

2.     „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   საქმიანობის   მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული  ვალდებულება ან  მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

3.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო,  ამ  კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

4.     „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები  არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის    (მომსახურების)    მიწოდების    ან/და    შესრულებული    სამუშაოს    მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები   ვალდებული   არიან,   ყოველთვიურად,   არა   უგვიანეს   საანგარიშო  თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

5.    „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

6.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები(დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით,ელექტრონულიკომუნიკაციების      სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება    და    კომისიაში წარმოდგენა ამ  ფორმებში  მითითებული პერიოდულობით;

7.     „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა,  მათ    შორის,    კომისიის  დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

8.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს   კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათიუფლებამოსილების  ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

9.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან    მიღებული    შემოსავლების    თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში      გათვალისწინებული      უნდა      იქნეს      ასევე      ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;

10.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის  მიერ საქართველოს  კანონმდებლობის დარღვევის   ან  კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოუდგენლობით,  შპს „დისქავერი ჯორჯიამ“ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის. აქედან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „დისქავერი ჯორჯიას“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა მიეცეს გაფრთხილება. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს

„დისქავერი ჯორჯიას“ უნდა დაევალოს 2019 წლის ივნისიდან სტატისტიკური ანგარიშეგბის ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში და ამავე ვადაში უნდა დაევალოს 2019 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების  36-ე  მუხლის  მე-14  და  მე-15  პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     შპს  „დისქავერი  ჯორჯიას“    მიეცეს  გაფრთხილება  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის

2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური  ანგარიშგების  ფორმების დამტკიცების  შესახებ“  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.     უზრუნველყოს შპს „დისქავერი ჯორჯიამ“ 10 სამუშაო დღის ვადაში 2019 წლის ივნისიდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა;

3.     უზრუნველყოს  შპს  „დისქავერი  ჯორჯიამ“  10  სამუშაო  დღის  ვადაში  2019 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „დისქავერი ჯორჯიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge ) გამოქვეყნება;

5. დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  გოშუა)  შპს „დისქავერი ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „დისქავერი ჯორჯიასთვის“ ჩაბარების დღიდან;

7.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „დისქავერი ჯორჯიასთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოთ  კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების   დეპარტამენტს (ქ.რეხვიაშვილს) და კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები