წვდომის მენიუ

შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-19-15 / 729

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2020 23:05

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2019

შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „დათაჰაუს გლობალმა” (კომისიაში რეგისტრაციის №(შ-19-7/4868, 18.12.2019, №შ-19-7/4869, 18.12.2019) ქ. თბილისში და ქ. ბათუმში 2000 სააბონენტო ნომერზე ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის        და     ამ     ქსელების     აბონენტების     ტერმინალური     მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭებასთან დაკავშირებით.

შპს „დათაჰაუს გლობალი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7    ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ხორციელდება - გეოგრაფიული  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „დათაჰაუს გლობალის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „დათაჰაუს გლობალის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს „დათაჰაუს გლობალის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რესურსით სარგებლობის საფასურის - 200 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „დათაჰაუს გლობალს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №503 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 323333000-323333999, სულ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ  ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2019 წლის 30 დეკემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. მიენიჭოს შპს „დათაჰაუს გლობალს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №504 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 422333000-422333999, სულ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის         და     ამ     ქსელების     აბონენტების     ტერმინალური     მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2019 წლის 30 დეკემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. ეცნობოს შპს „დათაჰაუს გლობალს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ.თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12  კმ.,  №6) შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები