საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2019 12:52
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2019
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (№1/103-819ს, 21.11.2019), საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისთვის, სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსარელეო სადგურების სიხშირული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 20 დეკემბრის კომისიის გადაწყვეტილებით №706/13 ამავე გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და რადიოსიხშირული პარამეტრების შესაბამისად, რადოსარელეო სიხშირეების ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი ღონოსძიებების განსახორციელებლად სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსარელეო სადგურების ფუნციონირებისთვის, რადიოსიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, 2020 წლის 4 იანვრიდან ერთი წლის ვადით;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
4. აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსს (ნ.ასპანიძე).
ელისო ასანიძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი