წვდომის მენიუ

ი/მ „ილო ლაბაძის“ (ს/კ 18001016147) კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია) და შპს „იმერ TV“-ს (ს/ნ 430024948) კუთვნილი საოპერაციო აქტივის (ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები) შპს „იმერ ტვ+“-ის (ს/ნ430039530) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-19-11 / 735

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2020 22:48

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2019

ი/მ „ილო ლაბაძის“ (ს/კ 18001016147)  კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია) და  შპს „იმერ TV“-ს (ს/ნ 430024948) კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები) შპს „იმერ ტვ+“-ის (ს/ნ430039530) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნული    კომისია    (შემდგომში    “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  ერთობლივი განცხადებით მიმართეს ი/მ „ილო ლაბაძემ“, შპს „იმერ TV“-მ და შპს „იმერ ტვ+“-მა (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4815 16.12.2019), რომლის თანახმადაც, შპს „იმერ ტვ+“-ს განზრახული აქვს ი/მ „ილო ლაბაძისა“ და შპს „იმერ TV“-ს   კუთვნილი საოპერაციო აქტივის, კერძოდ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (ანძების, სადგურების, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობების) შეძენა, რაზედაც კომისიისაგან ითხოვენ წინასწარ თანხმობას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძე“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4   მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4    მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.S.3    თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძე“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F73 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:  12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364);

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის რაიონები და ქ.ქუთაისი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2029 წლის 16 ოქტომბრამდე; 

ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F73 ლიცენზიით გამოყოფილი სიხშირული ზოლის ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგია:

 

 

სიხშირული ზოლი 10705 -

13250

 

 

 

სრულ ი

 

 

 

თავისუფა ლი

 

 

 

დატვირთუ ლი

ინდ. მეწარმე ილო ლაბაძე F73

სს სილქნეტიF36-

54

ზოლი ს სიგანე

 

 

%

ზოლი ს სიგანე

 

 

%

ზესტაფონი

(იმერ.)

254

5

 

 

1116

 

 

1429

 

 

364

 

 

14%

 

 

1065

 

 

42%

 

საჩხერე

254

5

 

1116

 

1429

 

364

 

14%

 

1065

 

42%

 

ქუთაისი

254

5

 

1116

 

1429

 

364

 

14%

 

1065

 

42%

 

ჭიათურა

254

5

 

1116

 

1429

 

364

 

14%

 

1065

 

42%


კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძე“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საქმიანობას არ ახორციელებს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმერ TV“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4    მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

შპს „იმერ TV“-ს პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი ილო ლაბაძე, წილის 20%-ის მფლობელი და ფიზიკური პირი ირაკლი გურჩიანი, წილის 80%-ის მფლობელი.

შპს „იმერ ტვ+“-ის პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ილო ლაბაძე. შპს „იმერ ტვ+“ არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს.

შპს „იმერ TV“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ქუთაისის, წყალტუბოს, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. შპს „იმერ TV“-ის აბონენტების რაოდენობამ 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 1822 აბონენტი, მათ შორის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში -1241 აბონენტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 414 აბონენტი. შემოსავლებმა 2019 წლის 10 თვის მონაცემებით შეადგინა 196 906 ლარი.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  ი/მ  „ილო  ლაბაძის“ კუთვნილი   საოპერაციო  აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია) და   შპს „იმერ TV“-ს კუთვნილი   საოპერაციო  აქტივის  (ელექტრონული  საკომუნიკაციო  საშუალებები) შპს „იმერ ტვ+“-ის   მიერ შეძენის შემთხვევაში, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია) და შპს „იმერ TV“- ს კუთვნილი საოპერაციო აქტივის (ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები) შპს „იმერ ტვ+“-ის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 511-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „იმერ ტვ+“-ის მიერ  შეძენაზე წინასწარი  თანხმობის  მიღების  შემდგომ,  რადიოსიხშირული  სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების მიზნით, ი/მ „ილო ლაბაძემ“ და შპს „იმერ ტვ+“-მა ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად“, 10.705–13.25 გჰც. რადიოსიხშირული ზოლი განაწილებულია თანამგზავრული და ფიქსირებული მომსახურებისათვის, წერტილი- მრავალწერტილი არქიტექტურით გამოსაყენებლად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს „იმერ ტვ+“-ის მიერ უსადენო რადიოდაშვების ქსელით (წერტილი - მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურების გარდა აღნიშნული ლიცენზიის სხვა მიზნებისათვის გამოსაყენებლად, აუცილებელი გახდება ლიცენზიის მოდიფიცირება, მოქმედი კანონით გათვალისწინებული ყველა თანმდევი პროცესებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27- ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეთ თანხმობა ი/მ „ილო ლაბაძეს“ და შპს “იმერ TV“-ს, ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია) და შპს „იმერ TV“-ს კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები) შპს „იმერ ტვ+“-ის  მიერ შეძენაზე;

2. განემარტოთ ი/მ „ილო ლაბაძეს“ და შპს „იმერ ტვ+“-ს , რომ კომისიის მიერ ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “იმერ TV“-ს მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების მიზნით, ი/მ „ილო ლაბაძემ“ და შპს “იმერ TV“-მ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „ილო ლაბაძისა“ და შპს „იმერ TV“-ისათვის გაგზავნა (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ი/მ „ილო ლაბაძისა“ და შპს „იმერ TV“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები