შპს „პოსტვ“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2019 17:50

მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2019

შპს „პოსტვ“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „პოსტვ“ (ს/ნ 402052906) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4437, 19.11.2019) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის   თაობაზე.   კერძოდ,   განცხადების   შესაბამისად,   შპს   „პოსტვ“   ითხოვს   მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს სტერეო+-ის მულტიპლექსი;);

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო); ვ.გ)  ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო; ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა:

თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით - არაუგვიანეს 2019 წლის 29 ნოემბერი;

თ.ბ)  თანამგზავრული  სისტემების  მიწისზედა  და  ორბიტალური    სადგურები  -  ავტორიზაციის გავლიდან 2 თვის განმავლობაში;

თ.გ) ინტერნეტით - ავტორიზაციის გავლიდან 2 თვის განმავლობაში;

თ.დ)  მაუწყებლობის  გავრცელების  სხვა  ტექნოლოგიებით  -  ავტორიზაციის  გავლიდან  2  თვის განმავლობაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „პოსTV“.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პოსტვ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. შპს „პოსტვ“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

6. ინფორმაცია განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ (აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული);

7. ინფორმაცია აქტივებისა და პასივების შესახებ (აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული);

8. შპს „სტერეო+“-ის და შპს „მაგთიკომის“ წერილები შპს „პოსტვ“-ის სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ ასევე აზერკოსმოსის წერილი შპს „პოსტვ“-ის სატელევიზიო კონტენტის გავრცელებისთვის  საჭირო რესურსის გამოყოფის მზაობის თაობაზე;

9. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371  მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა)ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა  შპს „პოსტვ“-ის მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ  მოთხოვნებთან,  კერძოდ:  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  თანახმად  შპს „პოსტვ“-ის აღმასრულებელი დირექტორი და 28%-იანი წილის მფლობელი არის თემურ ჭარელაშვილი (პ/ნ 60001026964), დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და 16%-იანი წილის მფლობელი არის ნუგზარ რუხაძე (პ/ნ 01024002366 აშშ-ს მოქალაქე), 16%-იანი წილის მფლობელია ზვიად ბლიაძე (პ/ნ 57001008269), 24%-იანი წილის მფლობელია შალვა რამიშვილი (პ/ნ 01007006405), 8%-იანი წილის მფლობელია ანა შენგელია (პ/ნ 59001028585) და 8%- იანი წილის მფლობელია ვახტანგ კომახიძე (პ/ნ 01024023984). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „პოსტვ“-ის დირექტორების და დამფუძნებლების თემურ ჭარელაშვილის (პ/ნ 60001026964), ნუგზარ რუხაძის (პ/ნ 01024002366 აშშ- ს მოქალაქე), ზვიად ბლიაძის (პ/ნ 57001008269), შალვა რამიშვილის (პ/ნ 01007006405), ანა შენგელიას (პ/ნ 59001028585) და   ვახტანგ კომახიძის (პ/ნ 01024023984) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად თემურ ჭარელაშვილის (პ/ნ 60001026964), ნუგზარ რუხაძის (პ/ნ 01024002366 აშშ-ს მოქალაქე), ზვიად ბლიაძის (პ/ნ 57001008269), შალვა რამიშვილის (პ/ნ 01007006405), ანა შენგელიას (პ/ნ 59001028585) და ვახტანგ კომახიძის (პ/ნ 01024023984) მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად თემურ ჭარელაშვილის (პ/ნ 60001026964), ნუგზარ რუხაძის (პ/ნ 01024002366 აშშ-ს მოქალაქე), ზვიად ბლიაძის (პ/ნ 57001008269), შალვა რამიშვილის (პ/ნ 01007006405), ანა შენგელიას (პ/ნ 59001028585) და ვახტანგ კომახიძის (პ/ნ 01024023984) მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „პოსტვ“-ის მისი დამფუძნებლების და ბენეფიციარი მესაკუთრეების აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის  უწყებრივ  სალიცენზიო  რეესტრში  თემურ  ჭარელაშვილი  (პ/ნ  60001026964) წარმოადგენს შპს „42 პარალელის“ 10%-იანი წილის მფლობელს. შპს „42 პარალელი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის NB191 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს სპეციალიზებულ (მუსიკალური/შემეცნებითი/გასართობი) რადიომაუწყებლობას ქ. ქუთაისში სიხშირეზე 97.5 მჰც. შპს „42 პარალელი“ ასევე წარმოადგენს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს სპეციალიზებულ (მუსიკალური/შემეცნებითი/გასართობი) ტელემაუწყებლობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 21 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „პოსტვ“-ის წარმომადგენელი გიორგი შენგელია.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს   შპს „პოსტვ“-ის    მაუწყებლად    ავტორიზაცია    და    მისი    მონაცემების    რეგისტრაცია    კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  გატარდეს  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივ  რეესტრში  შპს  „პოსტვ“  (ს/ნ  402052906)  შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი( შპს სტერეო+-ს მულტიპლექსი);

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ვ.გ)  ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო; ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა:

თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით - 2019 წლის 29 ნოემბრამდე;

თ.ბ)  თანამგზავრული  სისტემების  მიწისზედა  და  ორბიტალური    სადგურები  -  2020  წლის  21

იანვრამდე;

თ.გ) ინტერნეტით - 2020 წლის 21 იანვრამდე;

თ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით - 2020 წლის 21 იანვრამდე.

2. შპს „პოსტვ“  ავტორიზაციის თარიღია: 21.11.2019, 15:38 საათი.

3. შპს „პოსტვ“  ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)  ყოველკვირეულად  გამოაქვეყნოს  და  კომისიას  მიაწოდოს  მომდევნო  კვირის  პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ)  იქონიოს  თვითრეგულირების  ეფექტიანი  მექანიზმი,  რომელიც  უზრუნველყოფს  საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

4.     დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის    ავტორიზაციისა    და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა)    აღნიშნული     გადაწყვეტილების დამოწმებული   ასლის  შპს    „პოსტვ“-სთვის    გაგზავნა    (ნ. ჯავახიძე);

ბ)    აღნიშნული  გადაწყვეტილების      კომისიის     ოფიციალურ      ვებ-გვერდზე    (www.gncc.ge)

გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

6.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12  კმ.;  N6)  შპს

„პოსტვ“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „პოსტვ“-სთვის  ჩაბარებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური    თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

გადმოწერეთ ფაილები