წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 462 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2018 11:06

მიღების თარიღი აგვისტო 09, 2018

()იპარასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 I.     აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) 2018 წლის 24 ივლისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივლისის  შ/№10/3442-18 სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების, მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  ირკვევა, რომ 2018 წლის 13 ივლისს, კომისიაში შემოვიდა ააიპ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: 13.07.18, N6/3340-18), რომლის თანახმად 2018 წლის 2 ივლისს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ (ბრენდული სახელწოდება „ობიექტივი“) ეთერში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მოხდა აღნიშნული სარეკლამო რგოლის შემოწმება. სარეკლამო რგოლში  პოლიტიკური გაერთინება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარტიის საარჩევნო სიმბოლიკის ფონზე, მიმართავს მოსახელობას და აანონსებს მათი პარტიის პოლიტიკურ აქტივობებს, საქართველოს მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილს და დროს.

2017 წლის 08 აგვისტოს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ კომისიის წერილით (N04/2699–17) ეცნობა, რომ კომისიამ 2017 წლის 15 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება N392/18 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნული წერილით ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ეთხოვა საკუთარ ეთერში განთავსებული რეკლამის დაუყოვნებლივ ამოღება.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–2 მუხლის ჰ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია არის საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, ხოლო ჰ​1) ქვეპუნქტის შესაბამისად წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–2 მუხლის ი1) ქვეპუნქტის თანახმად, საარჩევნო პერიოდი/სარეფერენდუმო პერიოდი არის არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთი, ხოლო ჟ) ქვეპუქნტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი არის პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლი ადგენს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებების წესებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;

ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს;

გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა;

დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კომისიამ 2016 წლის 12 ოქტომბრის წერილით N04/3699-16 (აღნიშნული წერილი ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ჩაბარდა 2016 წლის 17 ოქტომბერს), მაუწყებლებს აცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მაუწყებლების მიერ საკუთარ ეთერში განთავსება შეზღუდულია. ამავე წერილში, კომისიამ ყურადღება გაამახვილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66მუხლით გათვალისწინებულ აკრძალვებზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ თუ  წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური (წინასაარჩევნო) რეკლამის მაუწყებლების მიერ ეთერში განთავსება შეზღუდულია.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივლისის  შ/№10/3442-18 სამსახურებრივ ბარათს დართული აქვს შემოწმების აქტი და სხვა მტკიცებულებები, მათ შორის,  CD-ზე დატანილი სარეკლამო რგოლი.

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლების განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვის მიზნით, კომისიის სხდომა დაინიშნა 2018 წლის 2 აგვისტოს, რის თაობაზეც ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. მაუწყებელს ასევე დაევალა კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა ზემოაღნიშნული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში განთავსების სტატუსთან დაკავშირებით.

2018 წლის 2 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის: N6/3646-18; 02.08.18) სხდომის გადადების თაობაზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 9 აგვისტოს.

2018 წლის 9 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელი ლ. ჩხეიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ და პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანს“ გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისად,  2018 წლის 2 ივლისს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ ეთერში  განათავსა სარეკლამო რგოლი, რომელშიც პოლიტიკური გაერთინება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარტიის საარჩევნო სიმბოლიკის ფონზე, მიმართავს მოსახელობას და აანონსებს მათი პარტიის პოლიტიკურ აქტივობებს, საქართველოს მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილს და დროს. ლ. ჩხეიძემ კომისიის სხდომაზე დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლის განთავსებით, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 661 მუხლი.

 II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივლისის №შ-10/3442-18 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან ერთად;

2. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებული ვიდეო-რგოლები დატანილი CD-ზე;

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივთან“ დაკავშირებით;

4. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლის ლ. ჩხეიძის მიერ კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება. 

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს; მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 15.07.2015 15:27; შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ვიდეორგოლების მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა, რომ 2018 წლის 02 ივლისს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“  ეთერში განთავსდა რეკლამა, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარტიის საარჩევნო სიმბოლიკის ფონზე, მიმართავს მოსახლეობას და აანონსებს მათი პარტიის პოლიტიკურ აქტივობებს, მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილს და დროს, კერძოდ: „ა/წ 27 ივნისიდან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და მე, ირმა ინაშვილი, მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რაც მთელი ზაფხულის მანძილზე გაგრძელდება, 3 ივლისს, სამშაბათს, 6 საათზე ოზურგეთში, ოზურგეთელებს ველოდებით ოზურგეთის თეატრთან; 4 ივლისს, ოთხშაბათს, 6 საათზე ლანჩხუთელებს ველოდებით პარკის ტერიტორიაზე ლანჩხუთში. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების შეხვედრები გაგრძელდება საქართველოს მოსახლეობასთან მთელი ზაფხულის განმავლობაში. შემდეგი შეხვედრების გრაფიკს მოგვიანებით შეგატყობინებთ“;

3. 2017 წლის 08 აგვისტოს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ კომისიის წერილით (N04/2699–17) ეცნობა, რომ კომისიამ 2017 წლის 15 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება N392/18 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნული წერილით ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ეთხოვა საკუთარ ეთერში განთავსებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დაუყოვნებლივ ამოღება;

4.  კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის N04/3699-16 წერილით, რომელიც კომპანიას 2016 წლის 17 ოქტომბერს ჩაბარდა, ა (ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ეცნობა არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დაუშვებლობის თაობაზე;

5.  კომისიის 2017 წლის  24 აგვისტოს N564/18 გადაწყვეტილებით - „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“  მიეცა წერილობით გაფრთხილება მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661  მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება,  ხოლო ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

6. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას;

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის; მე-3 პუნქტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მოსამზადებლად ან/და ეთერში გადასაცემად;

10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;

11.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა;

12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი) და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

კომისია აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვა ემსახურება მაუწყებლის დაცვას პოლიტიკური პარტიის გავლენისგან, მაუწყებლის მიუკერძოებლობის, ასევე, თავისუფალი და პლურალისტული დებატის უზრუნველყოფას, რაც აძლიერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს. ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება დასაშვებია მხოლოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით და განსაზღვრულია შესაბამისი რეგულაციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, კერძოდ,  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად, პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით მაუწყებლის დაფინანსება პოლიტიკური პარტიის მიერ დასაშვებია მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს  და  ამავე კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და   51-ე მუხლები განსაზღვრავენ მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებსა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს, რომელთა მიზანი, ზემოაღნიშნულის გარდა, არის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა საარჩევნო კამპანიის დროს.

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიეტივის“ ეთერში 2018 წლის 2 ივლისს გავრცელებულ ვიდეორგოლში პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, პარტიის საარჩევნო სომბოლიკის ფონზე მიმართავს  მოსახლეობას და აანონსებს, რომ „ა/წ 27 ივნისიდან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და მე, ირმა ინაშვილი, მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რაც მთელი ზაფხულის მანძილზე გაგრძელდება, 3 ივლისს, სამშაბათს, 6 საათზე ოზურგეთში, ოზურგეთელებს ველოდებით ოზურგეთის თეატრთან; 4 ივლისს, ოთხშაბათს, 6 საათზე ლანჩხუთელებს ველოდებით პარკის ტერიოტორიაზე ლანჩხუთში. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების შეხვედრები გაგრძელდება საქართველოს მოსახლეობასთან მთელი ზაფხულის განმავლობაში. შემდეგი შეხვედრების გრაფიკს მოგვიანებით შეგატყობინებთ“. იმას, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი პოლიტიკური შინაარსისაა, ადასტრურებს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმოამდგენლის კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხოდმაზე მიცემული ახსნა-განმარტება, რომლის შესაბამისად, 2018 წლის 2 ივლისს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში სარეკლამო რგოლი განთავსდა  კომერციული რეკლამის ტარიფით, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ და პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების („მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით“) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ პოლიტიკური პარტიიდან დაფინანსების მიღებას, რაც გამოიხატა პოლიტიკური პარტიის მიერ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მომსახურების შესყიდვით, მისი ეთერით პოლიტიკური პარტიის რეკლამის გავრცელების მიზნით, რითაც ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტი.   

ამასთან, პოლიტიკური პარტიის მიერ კანონდარღვევით მაუწყებლის მომსახურების შესყიდვის ფარგლებში გავრცელებული რეკლამა წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, ვინაიდან დარღვეულია რეკლამის გავრცელების წესის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებითა და გავრცელებით დაირღვა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას  (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ქვეპუნქტი). 

წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14ქვეპუნქტი).

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში 2017 წლის 2 ივლისს  განთავსებული პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლი, რომელშიც მონაწილეობენ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკური პარტიის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება პოლიტიკური პარტიის წევრებისა და პოლიტიკური პარტიისადმი ინტერესის ფორმირებას და შენარჩუნებას, რომლის საბოლოო მიზანი, პოლიტიკური პარტიის შექმნის არსიდან და მიზნიდან გამომდინარე, არის მომავალი ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების არჩევის ხელშეწყობა. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს წინასაარჩევნო რეკლამას, რომელთა განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს, რის შესახებ, კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის N04/3699-16 წერილით ეცნობა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“.  შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ თავის ეთერში  განათავსა და გაავრცელა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რომელშიც დარღვეულია რეკლამის განთავსების დროის და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“  მიმართ კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით იდენტური დარღვევებისთვის გამოყენებულ იქნა წერილობითი გაფრთხილება (იხ. კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს N564/18 გადაწყვეტილება) და გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩადენილია ახალი დარღვევა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“  უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურებრივი ბარათის (N10/3617-18; 01.08.18) თანახმად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობა შეადგენს 3132,36 ლარს. შესაბამისად, კომპანიას უნდა დაეკისროს 3132,36 ლარის ოდენობის ჯარიმა და სამართლადარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლის ამოღება სამაუწყებლო ბადიდან.

 V.    სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ), ჰ7) და ჰ14) ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 661 მუხლის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე  და 72-ე მუხლების, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის,  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ დაეკისროს ჯარიმა -  3132,36 (სამი ათას ასოცდათორმეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661  მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
  2. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ უზრუნველყოს: ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;  ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;  სახაზინო კოდი -  300693251; ბ) გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში  წარმოდგენა;
  3. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ დაევალოს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაუყოვნებლივ;
  4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
  5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“  ჩაბარების დღიდან;
  7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  8. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-4, მე-5 დამე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები