შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2018 10:50
მიღების თარიღი მარტი 06, 2018
შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებისა, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის N594/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივი“ (ს/კ 404512522) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე: მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 16 საათი; მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი ინტერნეტი (საქართველო) და სხვა ტექნოლოგია (საქართველო).
კომისიის 2018 წლის პირველი თებერვლის №43/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 6 მარტი 12:00 საათი. კომისიის 2018 წლის 6 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” წარმომადგენელი. კომპანიის მიერ წერილობითი ფორმითაც არ იყო წარმოდგენილი რაიმე მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის სამსახურებრივი ბარათიდან (№10/30-18) ირკვევა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის“ 2016 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი
აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებების ფორმები, ხოლო 2017 წლის მარტის თვიდან დღემდე საერთოდ არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ფორმები.
კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციით შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივი“ ავტორიზაციის გავლის დღიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს, ხოლო 2017 წლის აპრილის თვიდან საერთოდ არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისია აღნიშნავს, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 4 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათიდან (№10/9137-17) ირკვევა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივი“ მაუწყებლობას არ ახორციელებს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის“, კომისიის 2018 წლის პირველი თებერვლის №43/23 გადაწყვეტილება გაეგზავნა იურიდიულ, ფაქტობრივ და დირექტორის საცხოვრებელ მისამართებზე. გზავნილი ზემოაღნიშნულ იურიდიულ პირს მითითებულ მისამართებზე არ ჩაბარდა. შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ გამოქვეყნებული იყო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე . ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის“ დაუსწრებლად. შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის“ ავტორიზაციის შეჩერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შეჩერდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის“ (ს/კ 404512522) ავტორიზაცია (№BR-5015, 02.06.2016) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
2.განემარტოს შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის“, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის უზრუნველყოფა;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
