საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2017 10:55
მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2017
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის №65 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის №65 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ.
2. კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის №65 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №65 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2017 წლის 12 ოქტომბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №65 სხდომის დღის წესრიგის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.ჯანელიძე - ადმინისტრაციის საკანცელარიო და საოქმო საქმისწარმოების ჯგუფის უფროსი);
- შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპს „სისტემ ნეტის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისა და შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს“ წერილების და განცხადებების განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „2ა ემოციასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „ივერია ქსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ლეგიონ სექიურითის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ვიფი ლინეს“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
