შპს „ტელეარხი-25“ -სთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2016 17:27
მიღების თარიღი ივლისი 07, 2016
შპს „ტელეარხი-25“ -სთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ტელეარხი-25“-მა (რეგისტრირებული ქ.ბათუმის რ-ნის სასამართლოს მიერ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 30/08/1996,№01/04-441), კომისიას მიმართა განცხადებით (რეგისტრაციის№შ-7/2088-16, 02.03.16) ქ.ბათუმში, შპს „ტელეარხი-25“-ს სტუდიიდან (პუშკინის ქ.№168) მის კუთვნილ ციფრულ სატელევიზიო გადამცემამდე (ომბალაურის სატელევიზიო ანძა) ციფრული მაუწყებლობის სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად, შპს „ტელეარხი-25“-სთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 10,5გჰც÷12,5გჰც დიაპაზონის ფარგლებში რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
შპს „ტელეარხი - 25“ არის ავტორიზებული პირი (№ BR-289, ავტორიზაციის თარიღი 14.07.15.) და მის მიერ გაწეული მომსახურების სახეა (A.T.1) - ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით, ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეარხი 25“-ს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, შერჩეულ იქნა რადიოსარელეო სიხშირე 12765მჰც±14მჰც, ქ.ბათუმში, შპს „ტელეარხი 25“-ს სტუდიიდან (პუშკინის ქ.№168) მის კუთვნილ ციფრულ სატელევიზიო გადამცემამდე (ომბალაურის სატელევიზიო ანძა) ციფრული მაუწყებლობის სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად.
შეთანხმების მიზნით, შერჩეული რადიოსიხშირის პარამეტრები შპს „ტელეარხი -25“-ს კომისიამ აცნობა 2016 წლის 30 მარტს წერილით №06/1038-16. თანხმობა შერჩეული სიხშირეების გამოყენებაზე შპს „ტელეარხი 25“-მა კომისიას დაუდასტურა 2016 წლის 20 ივნისს წერილობით (რეგისტრაციის №შ-7/5754-16, 20.06.16).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოქმედ ტელემაუწყებლებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის:
ა) შესაბამის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სიგნალის მისატანად, უსასყიდლოდ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით;
ბ) სხვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, უსასყიდლოდ, 1 წლის ვადით“.
ვინაიდან, შპს „ტელეარხი-25“ 2015 წლის 17 ივნისის მდგომარეობით იყო მოქმედი ტელემაუწყებელი, ავტორიზებულია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით, ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფაზე, ფლობს ციფრულ ფორმატში სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემს (მულტიპლექს პლატფორმა) და ქ.ბათუმში ახორციელებს მიწისზედა ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობას, კომისიას მართლზომიერად მიაჩნია, შპს „ტელეარხი-25“-სთვის რადიოსარელეო სიხშირის მინიჭება, მის კუთვნილ ციფრულ სატელევიზიო გადამცემამდე ციფრული მაუწყებლობის სატელევიზიო სიგნალის მისატანად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ტელეარხი-25“-ს რადიოსარელეო სიხშირე 12765 მჰც ±14 მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა, ქ.ბათუმში, შპს „ტელეარხი 25“-ს სტუდიიდან (პუშკინის ქ.№168) მის კუთვნილ ციფრულ სატელევიზიო გადამცემამდე (ომბალაურის სატელევიზიო ანძა) ციფრული მაუწყებლობის სატელევიზიო სიგნალის მიტანის უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, ღია საეთერო მულტიპლექს პატფორმაში განთავსების ვადით, უსასყიდლოდ;
2. აღირიცხოს შპს „ტელეარხი-25“-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტელეარხი 25“-ს სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
4. . გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეარხი 25“-სთვის ჩაბარებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) შპს „ტელეარხი 25“-სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე