შპს „სტარვიზიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 12:17
მიღების თარიღი ივნისი 09, 2016
შპს „სტარვიზიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სტარვიზიამ” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4699-16 20/05/2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1111, 04.11.2013) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს გავრცელდეს რუსთავის, ბოლნისის, მარნეულის, საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, გორის, ხაშურის, ჭიათურას, ზესტაფონის, ქუთაისის, ხონის სამტრედიას, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ოზურგეთის, ბათუმის, ბორჯომის და ახალციხის მულტიპლექსების მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტარვიზია” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-1111, 04.11.2013), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
1. მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
3. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
4. მაუწყებლობის ენა: ქართული;
5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ა) ინტერნეტი (საქართველო);
ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
7. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ა) ინტერნეტი - ღია (უფასო);
ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტარვიზიის“ წერილში არ იყო მითითებული რეგიონალური მულტიპლექსების მეშვეობით მაუწყებლობის დაწყების თარიღი და ხელმისაწვდომობა. კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №01/1543-16, 25.05.2016წ.). შპს „სტარვიზიამ” ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2016 წლის 1 ივნისს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/5082-16).
კომისიის 2016 წლის 9 ივნისის სხდომას ესწრებოდა რომ შპს „სტარვიზიას” უფლებამოსილი წარმომადგენელი ლაშა ნასარიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „სტარვიზიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1111, 04.11.2013) მოდიფიცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „სტარვიზიას” მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-1111, 04.11.2013) და:
ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - რუსთავის, ბოლნისის, მარნეულის, საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, გორის, ხაშურის, ჭიათურას, ზესტაფონის, ქუთაისის, ხონის სამტრედიას, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ოზურგეთის, ბათუმის, ბორჯომის და ახალციხის მულტიპლექსები;
ბ) მაუწყებლობის დაწყების ვადად დამატებით განისაზღვროს: ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - რუსთავის მულტიპლექსი 2016 წლის 10 ივნისი, ბოლნისის მულტიპლექსი 2016 წლის 10 ივნისი, მარნეულის მულტიპლექსი 2016 წლის 10 ივნისი, საგარეჯოს მულტიპლექსი 2016 წლის 25 ივნისი, გურჯაანის მულტიპლექსი 2016 წლის 25 ივნისი, თელავის მულტიპლექსი 2016 წლის 10 ივნისი, გორის მულტიპლექსი 2016 წლის 20 ივნისი, ხაშურის მულტიპლექსი 2016 წლის 20 ივნისი, ჭიათურას მულტიპლექსი 2016 წლის 10 ივნისი, ზესტაფონის მულტიპლექსი 2016 წლის 10 ივნისი, ქუთაისის მულტიპლექსი 2016 წლის 25 ივნისი, ხონის მულტიპლექსი 2016 წლის 25 ივნისი, სამტრედიას მულტიპლექსი 2016 წლის 10 ივნისი, სენაკის მულტიპლექსი 2016 წლის 10 ივნისი, ფოთის მულტიპლექსი 2016 წლის 20 ივნისი, ზუგდიდის მულტიპლექსი 2016 წლის 25 ივნისი, წალენჯიხის მულტიპლექსი 2016 წლის 25 ივნისი, ოზურგეთის მულტიპლექსი 2016 წლის 25 ივნისი, ბათუმის მულტიპლექსი 2016 წლის 25 ივნისი, ბორჯომის მულტიპლექსი 2016 წლის 20 ივნისი და ახალციხის მულტიპლექსი 2016 წლის 20 ივნისი;
გ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობად დამატებით განისაზღვროს: ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - (ღია) უფასო.
2. შპს „სტარვიზია” ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტარვიზიასთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე